152
01 აპრილი 2023, 10:33

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ „გოლდენ სტეიტთან“ 115:130 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 29:13 წუთი გაატარა და 13 ქულა, 11 მოხსნა და 4 გადაცემა დააგროვა.
77 მატჩის შემდეგ „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა, მე-14 პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს სანდრო მამუკელაშვილის გუნდი 3 აპრილს, „საკრამენტოს“ წინააღმდეგ გამართავს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |