146
01 აპრილი 2023, 10:56

„ნაცმოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ თუ სასამართლო ლაზარე გრიგორიადისს არ გაათავისუფლებს, ის პოლიტიკური პატიმარი იქნება.
„ეს არ არის უტყუარი მასალა და ეს სასამართლოს განხილვის საგანი უნდა იყოს. პოლიტიკური პატიმარი იქნება, თუ სასამართლო არ მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს მის გათავისუფლებას. პოლიტიკური დაკვეთა გუშინ უკვე ცხადზე უცხადესი იყო“, - ამბობს ბეჟაშვილი.
საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ასევე, ბრალდებულმა განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |