პოლიციამ სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
179 01 აპრილი 2023, 11:17

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1995 წელს დაბადებული ა.ლ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს, – განცხადებას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯორჯია მელონი - იტალია მზადაა, შეიტანოს თავისი წვლილი კონტაქტების ხელშეწყობასა და მშვიდობისთვის მუშაობაში
მაკა ბოჭორიშვილი: კარგი შესაძლებლობა იყო, მიგვეწოდებინა პაპისთვის ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის საქართველოსთვის პრიორიტეტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონში მშვიდობა
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით
პაველ დუროვი: ჩემთან შევედრისას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი იყო გეოპოლიტიკა - რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულდა - პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე
არქივი