ღიმილის მომგვრელი იყო ოპოზიცია, რომელიც ტაშს უკრავდა პრეზიდენტის კრიტიკულ გამოსვლას. წლების განმავლობაში ეს რადიკალური ოპოზიცია პრეზიდენტს მოიხსენიებდა, როგორც არალეგიტიმურს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
154 01 აპრილი 2023, 11:38

ღიმილის მომგვრელი იყო ოპოზიცია, რომელიც ტაშს უკრავდა ქალბატონი პრეზიდენტის კრიტიკულ გამოსვლას. ეს არის ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ამ წლების განმავლობაში პრეზიდენტს მოიხსენიებდა, როგორც არალეგიტიმურს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„შემდეგ წელს, როდესაც პარლამენტში მას ექნება ყოველწლიური მოხსენება, მთელი საზოგადოება დაინახავს, ყველას ეცოდინება პასუხი მის მიერ დღეს დასმულ კითხვაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა საქართველოში მშვიდობა და უსაფრთხოება განუხრელად ყოფილიყო დაცული მაშინ, როდესაც უკრაინაში არის რუსეთის აგრესია. ღიმილის მომგვრელი იყო ოპოზიცია, რომელიც ტაშს უკრავდა ქალბატონი პრეზიდენტის კრიტიკულ გამოსვლას. ეს არის ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ამ წლების განმავლობაში პრეზიდენტს მოიხსენიებდა, როგორც არალეგიტიმურს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი