144
01 აპრილი 2023, 11:40

„გირჩის“ წევრის, დეპუტატ ჰერმან საბოს განცხადებით, არასწორი იქნება სალომე ზურაბიშვილისთვის იმის დაბრალება, რომ მან თავის გამოსვლაში ვინმეს ნარატივი გაატარა.
„ქალბატონმა სალომემ ერთი ერთში გააჟღერა ის გზავნილები, რომელიც ჰქონდა ხალხს მარტის მოვლენების დროს. ასე რომ, პრეზიდენტისთვის იმის დაბრალება, რომ ამ კრიტიკაში ვინმეს ბაძავდა ან კოჭს უგორებდა, არასწორი მგონია“, - აცხადებს ჰერმან საბო.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |