168
01 აპრილი 2023, 12:02

ეს იყო უმრავლეს შემთხვევაში მიკერძოებული, ტენდენციური ანგარიში, - ასე შეაფასა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.
„მომეჩვენა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მიკერძოება ვლინდებოდა, მათ შორის ფაქტობრივ უზუსტობებშიც. მთავარიისაა, რომ ხელისუფლებას მეორე პირში ელაპარაკებოდა. ცალ-ცალკე ჰქონდა მიმართვა ხელისუფლებისთვის და არ მგონია, რომ ეს მართებული პოზიცია იყო, რადგან ამან ძალიან აშკარა გახადა, რომ ის ოპოზიციონერის მანტიით ელაპარაკებოდა ხელისუფლებას“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |