სახელმწიფო მინისტრის აპარატი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის შესახებ განცხადებას ავრცელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
166 05 აპრილი 2023, 17:41

სახელმწიფო მინისტრის აპარატი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის შესახებ განცხადებას აქვეყნებს.

„გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო მორიგი რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობას ასახავს.

კერძოდ, რეზოლუცია გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და მისი ლეგიტიმაციის მცდელობებს და სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ადგილზე ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების, მათ შორის ეთნიკური დისკრიმინაციის, სიცოცხლის ხელყოფის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, საკუთრების უფლების დარღვევის, დევნილი მოსახლეობის სახლების განადგურებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების გამო. რეზოლუციაში აღნიშნულია გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი, ასევე თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები და ე.წ. „გადასასვლელი პუნქტების” ჩაკეტვა, რაც კიდევ უფრო ამწვავებს მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას, ემსახურება რეგიონების შემდგომ იზოლაციას და იწვევს ფატალურ შედეგებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე შეზღუდული წვდომის გამო.

რეზოლუცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კვლავ დაუსჯელნი რჩებიან 2014-2020 წლების პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაზე პასუხისმგებელი პირები, რაც ხელს უწყობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დაუსჯელობის სინდრომის გაღრმავებას.

ამასთან, რეზოლუცია შეშფოთებით აღნიშნავს, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები კვლავაც მოკლებულნი არიან საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას. რეზოლუცია ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობას, ადგილზე უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.

დოკუმენტში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალა უარს აცხადებს რეგიონული და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების დაშვებაზე. აღნიშნულ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია ხაზგასმით აღნიშნავს ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის ვალდებულებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე და ადგილზე ადამიანის უფლებათა მექანიზმების დაუყოვნებელ, შეუფერხებელ წვდომას მოითხოვს. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციას „თანამშრომლობა საქართველოსთან“ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო 2017 წლიდან იღებს. პოლიტიკურ მნიშვნელობასთან ერთად, დოკუმენტს აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, რადგან ყოველ წელს, რეზოლუცია ავალებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ადამიანის უფლებათა საბჭოს მომდევნო სესიებზე წარადგინოს ზეპირი და წერილობითი ანგარიშები მის შესრულებასთან დაკავშირებით.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ რეზოლუციის ყოველწლიური მიღება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას იპყრობს და საერთაშორისო დღის წესრიგში ერთ-ერთ მნიშვნელოვან განსახილველ საკითხს წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: ვალდებული ვართ, რომ ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდეს მუდმივად ობიექტური და სწორი ინფორმაცია სხვადასხვა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით
მეუფე შიო: უწმინდესი გახდა ჩვენთვის მაგალითი იმ თვისებებისა, რომლებიც არის წინასწარმეტყველთა მსახურების საფუძველი: ღვთისადმი ერთგულება, დიდი მოშურნეობა, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვის და ქადაგების სიმამაცე და უშიშრობა
მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერის მიერ დასახელებული ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით
მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს რიკი მარტინის, ელტონ ჯონისა და ნილ პატრიკ ჰარისის სპერმის უკანონო ყიდვაში ადანაშაულებენ
ირაკლი კობახიძე: 2016 წლიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, დამხობაზე საუბარი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ
არქივი