გია ვოლსკი - კონსერვატიული მიდგომა თუ აქვს თითოეულ ჩვენგანს, ეს არ უნდა იყოს ის თემა, რომელიც საფუძველს აძლევს სოციალ-დემოკრატს გამოვიდეს და ესოდენ მჭახე განცხადება გააკეთოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
177 09 მაისი 2023, 12:41

არის თემები, რომელიც უკავშირდება ჩვენს ღირსებას, ისტორიულ წარსულს, კულტურულ მემკვიდრეობას, ამ თემასთან დაკავშირებით თუ კონსერვატიული მიდგომა აქვს თითოეულ ჩვენგანს და არამარტო პოლიტიკოსს, საზოგადოების დიდ ნაწილს, ეს არ უნდა იყოს ის თემა, რომელიც საფუძველს აძლევს სოციალ-დემოკრატს გამოვიდეს და განცხადება გააკეთოს ესოდენ მჭახე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც, „ევროპის სოციალისტურმა“ პარტიამ პრემიერ-მინისტრის უნგრეთში კონფერენციაზე გამოსვლის გამო, შესაძლოა, „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობას გადახედოს.

ვოლსკის თქმით, მსგავსი განცხადებები თავისი შინაარსით არასწორია.

„უღირსი განცხადებაა და მე ამასთან დაკავშირებით სრულად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს, რომ არ არის გამორიცხული, თუ ასეთი დამოკიდებულებაა ჩვენს მიმართ, თუ არ გვიფასებენ იმას, რასაც ჰქვია უშველებელი სოციალური პროგრამები, ის რომ საერთოდ კონსტიტუციაში სოციალური სახელმწიფოს თემა არის დაფიქსირებული, შრომის კოდექსია, რომელიც არ ყოფილა, შეიძლება, ნაკლოვანებები აქვს, მაგრამ გაუმჯობესდება. უამრავი თემაა, რომელიც ეხება სწორედაც იმ პრინციპებს, რასაც სოციალ-დემოკრატია გულისხმობს. თუ ამის მიღმა შეეხნენ იმ ღირსებას, რაც შენ გაგაჩნია, რასაკვირველია, არასწორია. მეტსაც ვიტყვი, იმ რეზოლუციას, რომელიც არის სრულიად უტიფარი, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა ჩვენს მიმართ, შეუერთდნენ სოციალ-დემოკრატები ისე, რომ არცერთს არ მოუკითხია რეალური სიტუაცია, რომელიც საქართველოში არსებობს. დამოკიდებულება არის უსამართლო ჩვენს მიმართ. თქვენი ფანდი რომ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება? და მე რომ გითხრათ დიახ, ამას ელოდებით. არ მიგვიღია ასეთი გადაწყვეტილება ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, არასწორია, კონსულტაციები უნდა გვქონდეს ამასთან დაკავშირებით და არ არ მგონია, ამ საკითხთან მიმართებაში საზოგადოებას ჰქონდეს სხვა აზრი, თუნდაც ჩვენი მხარდამჭერი არ იყოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულთაგან ადმინისტრაციული ჯარიმა კიდევ ორ პირს დაეკისრა
ანაკლიაში იახტ კლუბის ტერიტორიაზე წყალში მამაკაცი ჩავარდა - მაშველებმა წყლიდან მისი ცხედარი ამოიყვანეს
პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შალვა პაპუაშვილი - შვედეთის საგარეო უწყების მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არაგულწრფელი და არასერიოზულია, სანამ სამინისტრო მისი ხელისუფლების წევრის, ერიკ ოტოსონის მიერ საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას არ დაგმობს
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას
არქივი