
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, საპატრულო პოლიცია საგანგებო რეჟიმში განაგრძობს 24-საათიან მონიტორინგს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.
"შეხვედრა გქვონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საქართველოში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებზე, სადაც მოგვეცა დავალება, შესაბამისად, საპატრულო პოლიცია განაგრძობს საგანგებო რეჟიმში 24-საათიან მონიტორინგს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.
საპატრულო პოლიციის საზღვრის მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს მესაზღვრე კონტროლირები კვლავ განაგრძობენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მკაცრ კონტროლს და საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მოგეხსენებათ, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები დაიშვებიან, რომლებიც სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარებიან", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |