კახა კალაძე: გაფორმდა ხელშეკრულება 35 ერთეული ტურნიკეტის შესყიდვაზე, რაც საშუალებას მოგვცემს შევცვალოთ არსებული ტურნიკეტები და დავამატოთ გასასვლელები მეტროსადგურებზე - „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“ და „დიდუბე“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
263 17 მაისი 2023, 11:31

როგორც იცით, მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ წარმოადგენს მეტროს ბოლო გაჩერებას და ემსახურება თბილისის ერთ-ერთ უმსხვილეს რაიონს - გლდანს. ბოლო პერიოდში მომატებული მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, დილის პიკის საათებში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ შესასვლელში ფიქსირდებოდა მგზავრთა შეჯგუფება, რაც გამოწვეული იყო მეტროსადგურის ტურნიკეტების (გასასვლელების) არასაკმარისი გამტარუნარიანობით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ამ პრობლემაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და იცით, რომ დაგეგმილი გვაქვს მთელი რიგი ღონისძიებები. ამ ეტაპზე, დროებითი ღონისძიების სახით, დაემატა ტურნიკეტები და შეიცვალა მათი განლაგება - აქამდე არსებული 7 გასასვლელის ნაცვლად მოეწყო 10 გასასვლელი და მიმდინარე წლის 7 მაისიდან უკვე ემსახურება მგზავრებს.

ერთ საათში 6 300 მგზავრის მიღების ნაცვლად, დღეის მდგომარეობით, სადგურს აქვს 9000-მდე მგზავრის მიღების საშუალება.

ბოლო 10 დღის დაკვირვების შედეგებმა აჩვენა, რომ დამატებითი გასასვლელების მოწყობის შემდეგ სადგურ „ახმეტელის თეატრის“ შესასვლელში მგზავრები აღარ შეფერხებულან.

უკვე გაფორმდა ხელშეკრულება შპს „ქართულ მიკროელექტრონიკასთან“ სპეციალურად ამ პროექტზე მორგებული გაბარიტების მქონე 35 ერთეული ტურნიკეტის შესყიდვაზე, რაც საშუალებას მოგვცემს შევცვალოთ არსებული ტურნიკეტები და დავამატოთ გასასვლელები მეტროსადგურებზე - „ახმეტელის თეატრი“, „ვარკეთილი“ და „დიდუბე“.

პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 222 000 აშშ დოლარს. პროექტის ფარგლებში 10 გასასვლელი მოეწყობა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“, 9 გასასვლელი - მეტროსადგურ „ვარკეთილში“ და შეიცვლება მოძველებული ტურნიკეტები მეტროსადგურ დიდუბეში.

გარდა ამისა, „ვარკეთილისა“ და „ახმეტელის თეატრის“ გამოთავისუფლებული ტურნიკეტებით ჩანაცვლდება ყველა მოძველებული, ე.წ. „ტრიპოდის“ ტიპის ტურნიკეტები სხვა მეტროსადგურებში. პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი - 9 აპრილს, საბჭოთა მილიცია იყო და არა პოლიცია, მაგრამ იყვნენ ქართველები, რომლებიც პირველ დარტყმებს თვითონ იღებდნენ - შეიძლება უპრიანი იყოს, რომ ქართველი პოლიციელის ძეგლი დაიდგას, ოდესმე შეიძლება ეს მოხდეს კიდეც
დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის და სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად - ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება
აწყურის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვალა
ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ეკონომიკის 9,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2025-2026 წლისთვის კი 5-6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი
გია ვოლსკი - პაატა ბურჭულაძე პუტინს უმღეროდა და ახლა უცებ ანტირუსული მოძრაობის მამამთავარი გახდა - მოსულელო ადამიანი ჰქვია, რომელსაც სატელეფონო არჩევნების იდეის წამოყენება შეუძლია
არქივი