ვლადიმერ პუტინის თქმით, სირთულეების მიუხედავად, ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო შეთანხმების პროცესი წინ მიიწევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
162 26 მაისი 2023, 09:21

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, სირთულეების მიუხედავად, ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო შეთანხმების პროცესი წინ მიიწევს. ამის შესახებ პუტინმა, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ჩემი აზრით, მიუხედავად სირთულეებისა და პრობლემებისა, რომელიც საკმარისად არის, სიტუაცია მაინც მიდის შეთანხმებისკენ“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის შეხვედრა მომავალ კვირასაც გაიმართება, რათა მოგვარდეს გადაუჭრელი საკითხები.

რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა სამმხრივ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სატრანსპორტო კავშირების შესახებ.

„ჯერ კიდევ არის გადაუჭრელი კითხვები, მაგრამ ჩემი აზრით, და ჩვენ განვიხილეთ ეს აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან, ტექნიკური ხასიათისაა“, – განაცხადა პუტინმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში ჩავიდა და 18 მაისს ვატიკანში ახალი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება
მეუფე შიო: ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
არქივი