გაეროს შტაბ-ბინაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
166 26 მაისი 2023, 09:58

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა, სადაც გაეროსთან აკრედიტებული ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული,ასევე ნიუ-იორკში გენერალური საკონსულოების წარმომადგენლები და ქართული დიასპორა.

სტუმრებს სიტყვით მიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ და ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ნინუამ.

მიღებაზე სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ როგორც ადგილობრივი, ასევე ქართული სამზარეულო და ღვინო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი