საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორია წარმოაჩენს, რომ არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელსაც ერთიანობით ვერ დავძლევთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
189 26 მაისი 2023, 13:35

1991 წლის 31 მარტს ოსებისა და აფხაზების სრულმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს იყო ისტორიული მოვლენა, როდესაც ჩვენი მამები და დედები შეთანხმდნენ, რომ იცხოვრებდნენ ერთიან და თავისუფალ საქართველოში. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორია წარმოაჩენს, რომ არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელსაც ერთიანობით ვერ დავძლევთ,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

შალვა პაპუაშვილმა ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს ღირებულებები უნდა გახდეს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ისტორიული შერიგების ქვაკუთხედი.

მისი თქმით, ერთიანობისა და საერთო მშვიდობის გარდა, სხვა არჩევანი არ არსებობს.

,,დღეს განსაკუთრებულად უნდა გვახსოვდეს, რომ ძალა ერთობაშია და ყველას უნდა გვქონდეს გაზიარებული პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობა, სამართლიანობა და კეთილდღეობა.

სწორედ ეს ღირებულებები უნდა გახდეს ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ისტორიული შერიგებისა და მომავალი თანაცხოვრების ქვაკუთხედი.

ჩვენო აფხაზებო და ჩვენო ოსებო, ჩვენო ძმებო და დებო, არცთუ ისე შორეულ წარსულში, 1991 წლის 31 მარტს, ოსებისა და აფხაზების სრულმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს იყო ისტორიული მოვლენა, როდესაც ჩვენი მამები და დედები შეთანხმდნენ, რომ იცხოვრებდნენ ერთიან და თავისუფალ საქართველოში. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს წარუშლელი ისტორიაა.

სამწუხაროდ, გარე ძალების ხელშეწყობითა და ჩვენი შეცდომებით, ეს შეთანხმება დაირღვა და ვერ განხორციელდა.

დღევანდელი გადასახედიდან ნათელია, რომ ჩვენი ერთიანობისა და საერთო მშვიდობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვაქვს.

დარწმუნებული ვარ, რომ შორს არ არის ის დღე, როდესაც შედგება ისტორიული შერიგება საერთო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.

ამ ერთიანობის სულისკვეთებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში ჩავიდა და 18 მაისს ვატიკანში ახალი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება
მეუფე შიო: ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
არქივი