საქართველოს ვუსურვებ, დამოუკიდებლობის დღე პოზიტიურად გაატაროს, ვინაიდან ეს დღე ჩვენია და ყველა, ვინც ცდილობს, ეს დღე გაატაროს ქიშპში, ერთმანეთის ბრალდებაში გვართმევს ამ დღეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
170 26 მაისი 2023, 14:39

საქართველოს ყველა მოქალაქეს, ჩვენს თანამემამულეებს ქვეყნის გარეთ, ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ყველას ვუსურვებ, რომ ჩვენი ერთიანი ქვეყანა იყოს მშვიდობით და კეთილდღეობით სავსე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობის დღე არ არის ის დღე, როდესაც უნდა იყოს კამათი, დისკუსია, ურთიერთბრალდებები.

„ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის დღე არ არის ის დღე, როდესაც უნდა იყოს კამათი, დისკუსია, ურთიერთბრალდებები. ასე რომ, ამ სულისკვეთებაში დავრჩები. მთლიანად საქართველოს ვუსურვებ, რომ ეს დღე პოზიტიურად გაატაროს, ვინაიდან ეს დღე ჩვენია და ყველა, ვინც ცდილობს, რომ ეს დღე გაატაროს ქიშპში, ერთმანეთის ბრალდებაში და ა.შ, გვართმევს ამ დღეს. ქართულ საზოგადოებას ვუსურვებ, რომ ეს დღე მიიღოს, როგორც მისი დღე და ბოლომდე იზეიმოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნონა გაფრინდაშვილი - 26 მაისს რაც გადავიტანეთ, ეს იყო სპეციალურად წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია, ჩვენი დასჯა უნდოდათ, მე ამას ვუწოდებ სასაკლაოს, რადგან იქ რაც მოხდა, ვერავინ წარმოიდგენდა
დავით ლორთქიფანიძე: სულიკო ასათიანს მარცხენა თვალი ჰქონდა გამოთხრილი, ყელი გამოგლეჯილი, ხელები დამტვრეული - ყველამ იცის, რომ ის არც დენს მოუკლავს და არც შეტაკებაში დაღუპულა
ევროპის 8 ქვეყანა და 32 ქალაქი-ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: ინვესტორების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის მიმართ ძალიან მაღალია
პუტინთან საუბრამდე, ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპთან უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს
არქივი