უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა დადგენილების პროექტი საქართველოს სახელწოდებად Сакартвело-ს გამოყენების თაობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
179 27 მაისი 2023, 00:12

უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა დადგენილების პროექტი საქართველოს სახელწოდებად Сакартвело-ს გამოყენების თაობაზე.

„ოფიციალურ დონეზე, ოფიციალურ მიმოწერასა და ურთიერთობაში, ასევე მედიასაშუალებებში საქართველოს სახელწოდებად Грузія-ს ნაცვლად გამოიყენებოდეს Сакартвело, ხოლო ქართველებთან მიმართებაში грузині-ს ნაცვლად გამოიყენებოდეს картвелі“, - აღნიშნულია დადგენილების პროექტში.

ინიციატივის ავტორთა თქმით, უკვე თითქმის 15 წელია, ოფიციალური თბილისი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, უარი თქვან სახელწოდება Грузія-ს გამოყენებაზე, რომელიც რუსიფიცირებულად ითვლება.

„აღსანიშნავია, რომ სახელწოდებად Грузія-ს მსოფლიოს 20-მდე ქვეყანა იყენებს, მათი უმრავლესობა კი პოსტსაბჭოთა ან წარსულში საბჭოთა გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნებია. ოფიციალურ დოკუმენტებში ამ სახელწოდების გამოყენებაზე უკვე თქვეს უარი ლიეტუვამ, ისრაელმა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ“, - აღნიშნულია დადგენილების პროექტში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - ორშაბათს ტელეფონით ჯერ პუტინს, შემდეგ კი ზელენსკის დაველაპარაკები, საუბრის თემა იქნება „სასაკლაოს" გაჩერება
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა - ამ დღის აღსანიშნავად ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება
18 მაისს საქართველოში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
არქივი