144
30 მაისი 2023, 21:05

სოხუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - დემონსტრანტები ე.წ. მთავრობას მოუწოდებენ, არ დაუშვას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწებისა და უძრავი ქონების გასხვისება.
აქციაზე მომიტინგეებმა რეზოლუცია შეიმუშავეს, სადაც ე.წ. პრეზიდენტს მთავრობის გადაყენება მოსთხოვეს. რეზოლუციაში ასევე ასლან ბჟანიას იმ შეთანხმების გაუქმებისკენ მოუწოდებენ, რომლითაც აგარაკი ბიჭვინთა რუსეთის საკუთრება ხდება.
ე.წ. ოპოზიციონერები ბჟანიასგან მოითხოვენ, საჯაროდ თქვას უარი ენერგოობიექტების პრივატიზაციაზეც. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ თუ ბჟანია ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ოპოზიცია ე.წ. ხელისუფლებას, აფხაზი ხალხის მტრად გამოაცხადებს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |