ლევან დავითაშვილი: ევროკავშირის წარმომადგენელი, რომელიც არის უმაღლესი პასუხისმგებელი პირი სანქციების აღსრულებაზე, საქართველოს ეწვევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
124 30 მაისი 2023, 21:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მალე ევროკავშირის წარმომადგენელი ეწვევა, რომელიც არის უმაღლესი პასუხისმგებელი პირი სანქციების აღსრულებაზე.

„სანქციებზე ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ სანქციებზე ვისაუბრეთ სანქციების აღსრულების ნაწილში, ეს კომპლექსური საკითხია. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი, რომელიც არის უმაღლესი პასუხისმგებელი პირი სანქციების აღსრულებაზე, საქართველოს ეწვევა, უფრო დეტალურად გაეცნობა საქართველოში ვითარებას. იცით, რომ საქართველო აღიარებული, საიმედო პარტნიორია სანქციების აღსრულების ნაწილში და ჩვენ ვამბობთ ხაზგასმით და დღეს პრემიერმაც აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არ ვუწესებთ ინდივიდუალურ სანქციებს, სანქციების გვერდის ავლას არ შევუწყობთ ხელს. ამაზე იყო საუბარი. აქაც დაისვა კითხვა, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფრენების განახლებაზე, საქართველოს დღეს გააჩნია ერთი ფიზიკური საზღვარი, ეს არის ლარსის გამშვები პუნქტი რუსეთის ფედერაციასთან და ფრენების აღდგენის შემდეგ გაგვიჩნდა სამი საავიაციო დამაკავშირებელი წერტილი - ეს არის თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტები და აქაც თუ მოხდებოდა სანქციების აღსრულების მონიტორინგი საქართველოს საბაჟო უწყების მხრიდან. ამაზე მიიღეს დადებითი პასუხი ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა“, - განაცხადა დავითაშვილმა „ქრონიკაში“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში ჩავიდა და 18 მაისს ვატიკანში ახალი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება
მეუფე შიო: ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
არქივი