172
30 მაისი 2023, 22:52

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ლუკაშ იასინა, რომელსაც სურდა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბოდიში მოეხადა 1943 წლის ვოლინის ტრაგედიის დროს პოლონელების დაღუპვისთვის, თანამდებობას ჩამოაშორეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
19 მაისს, ერთ-ერთ პოლონურ გამოცემასთან ინტერვიუში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „უკრაინულ მხარეს ჯერ კიდევ არ ესმის“, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვოლინის ტრაგედიის საკითხი პოლონელებისთვის.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის სახელმწიფოს ჯერ არ აუღია პასუხისმგებლობა ტრაგედიაზე და ოფიციალურად არ მოუხდია ბოდიში, ამიტომ „პრეზიდენტმა ზელენსკიმ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს უკრაინის სახელით“.
ამ განცხადებას პოლონეთში უკრაინის ელჩის, ვასილი ზვარიჩის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მან სამწუხარო უწოდა მცდელობებს უკრაინის ან უკრაინის პრეზიდენტს თავზე მოახვიონ ქცევის მოდელი საერთო წარსულთან დაკავშირებით.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |