კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს ჯარებთან შეტაკებაში ულტრამემარჯვენე სერბულ დაჯგუფებებს ადანაშაულებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
189 31 მაისი 2023, 01:11

კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ნატო-ს ჯარებთან შეტაკებაში ულტრამემარჯვენე სერბულ დაჯგუფებებს ადანაშაულებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ არ შეიძლება ინდვიდუალური პირები ან ჯგუფები იყვნენ კანონზე მაღლა და უფრო ძლიერი, ვიდრე სახელმწიფოა.

მისივე თქმით, ბოლოს ქვეყანაში განხორციელებულ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები სახელმწიფომ უკვე დაადგინა.

„მემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფები ატარებენ ნიღბებს, რომლებიც ვანდალიზმს ახორციელებენ, თავს ესხმიან, წვავენ ყველაფერს, რასაც სერბულად არ მიიჩნევენ. სერბული თემები მათგან უნდა გათავისუფლდეს. მათი უმეტესობა გუშინ და დღეს გამომავლინეთ. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენმა ინსტიტუტებმა გააძლიერეს კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, რადგან ჩვენს გვაქვს საერთო მიზანი, სიტუაციის განმუხტვა, თუმცა საერთო ინტერესებისა და საზრუნავის გარდა, გუშინ ჩვენს თვალწინ დადასტურდა, რომ ჩვენ ასევე გვაქვს საერთო საფრთხეებიც“,- აღნიშნა ალბინ კურტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში ჩავიდა და 18 მაისს ვატიკანში ახალი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება
მეუფე შიო: ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
არქივი