160
31 მაისი 2023, 14:34

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით მიიღო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებები, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კანონპროექტით დგინდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი.
დროებითი წესით, მშენებლობა დამთავრებული ობიექტები ექსპლუატაციაში მიიღება. ამ ობიექტის მესაკუთრეებს კი მიეცემათ საშუალება, რომ თავიანთი საკუთრება უკვე დაარეგისტრირონ არა, როგორც მშენებარე, დაუსრულებელი, არამედ როგორც დამთავრებული მშენებლობა.
კანონპროექტი პარლამენტის წევრების: რესან კონცელიძის, ზაალ მიქელაძის, ანზორ ბოლქვაძის ინიციატივაა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |