1 ივნისი- ბავშვთა დაცვის დღე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
236 01 ივნისი 2023, 16:56
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 9 აპრილის ბაღში, მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და USAID საბაზისო განათლების პროგრამის ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მთაწმინდის რაიონში მცხოვრები პატარებისთვის გასართობი და საგანმანათლებლო სივრცეები მოეწყო. სამი საათის განმავლობაში ბავშვები სხვადასხვა აქტივობით დაკავდნენ და მაყურებელს მინი სპექტაკლიც შესთავაზეს. მათ განწყობაზე კი, ანიმატორებმა, ოჩოს ფეხებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. 
ღონისძიებას მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე, USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ნენსი პარკსი და USAID საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე რაიან ჰარისი დაესწრნენ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი