234
04 ივნისი 2023, 09:21

ვულოცავთ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. ვუსურვებთ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ მოღვაწეობას, როგორც ჩვენი მეგობარი ერის ლიდერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.
„მისი ძლიერი ხელმძღვანელობით მოუთმენლად ველოდებით, რომ არსებული სტრატეგიული პარტნიორობა თურქეთსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო განმტკიცდება“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველოს მთავრობის მეთაური თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |