რას გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება - იუსტიციის მინისტრის განმარტება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
222 07 ივნისი 2023, 17:59

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკასთან“ კიდევ ერთხელ განმარტა, რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება.

„დღეს როდესაც ადამიანს სურს მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ წინაპირობებს. ერთ-ერთი წინაპირობაა ქართული ენის შესაბამისი ცოდნა, ასევე საქართველოს ისტორიის და ქართული სამართლის. იმ შემთხვევაში თუ გამოცდაზე პირი ვერ გადალახავს საჭირო ბარიერს, ამის მიუხედავად მაინც იწყება პროცედურა, თუმცა, ეს პროცესი განწირულია უარისთვის და ხელი ეშლება ადამიანს იმაში, რომ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, პროცესი უსაზღვროდ ჭიანურდება და ჩვენ დასაწყისშივე ვიცით, რომ პირი მიიღებს უარს. ამის გასამარტივებლად ჩვენ ცალკე გამოვყავით ენის და სხვა შესაბამისი გამოცდები კომპონენტი; მას შემდეგ რაც ადამიანს ექნება დადებითი შედეგი ტესტირებაში, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება სახელმწიფოს მხრიდან ძირითადი პროცედურები, რაზეც საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი. ამ ცვლილებით საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს ადამიანი, რომელსაც ეცოდინება ქართული ენა, ქართული სამართლის და ისტორიის ძირითადი საფუძვლები. ამავდროულად, ეს პროცესი იქნება ბევრად უფრო მეტად სამართლიანი, გამჭვირვალე და მოქნილი მოქალაქეობის მსურველი პირისთვის.

რაც შეეხება მეორე ცვლილებას, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი მიიღებს უარს სახელმწიფოსგან მოქალაქეობის მინიჭებაზე, დღევანდელი მდგომარეობით, მას ერთი წლის განმავლობაში არ აქვს განმეორებითი მიმართვის უფლება. ჩვენ ამ ინიციატივის თანახმად, შევამცირებთ ერთ წლიან ვადას 6 თვემდე და შესაბამისად სახელმწიფო ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, რომ ჰქონდეს მეტი შანსი მოქალაქეობის მისაღებად.

მთელი მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილი იბრძვის იმისთვის, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად შემცირებული იყოს მოქალაქეობის არქონის შემთხვევები, რადგან ეს ადამიანებს აყენებს ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე. დღეის მდგომარეობით საქართველოში იმისთვის რომ მოქალაქეობის არმქონე პირმა შეიტანოს განაცხადი საქართველოს მოქალაქეობაზე, მას მოეთხოვება საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი. ჩვენ ამას ვამცირებთ ხუთ წლამდე, რასაც გაეროს შესაბამისი სააგენტოც მიესალმება. ესაა ცვლილებების ძირითად არსი“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: კარგი შესაძლებლობა იყო, მიგვეწოდებინა პაპისთვის ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის საქართველოსთვის პრიორიტეტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონში მშვიდობა
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით
პაველ დუროვი: ჩემთან შევედრისას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი იყო გეოპოლიტიკა - რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულდა - პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე
მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი პაპის საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება - ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის
არქივი