პიარული ხრიკებით სპეციალურად დებდნენ ავტომატებიან ფოტოებს, რომლებიც მოსკოვშია გადაღებული და გეგონება აქ არის, მერე ირკვევა, რომ თურმე საერთოდ არ ყოფილან კადიროველები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
186 08 ივნისი 2023, 00:45

სპეციალურად დებდნენ ავტომატებიან ფოტოებს, რომლებიც მოსკოვშია გადაღებული და გეგონება რომ აქ არის, მერე კი ირკვევა, რომ თურმე ორი კვირის წინ ყოფილან აქ, თურმე საერთოდ არ ყოფილან კადიროველები და ხვდები, რომ შეიძლება ერთი წამით თავადაც გახდე მათი ბინძური პიარის მსხვერპლი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ინტერვიუს დროს ვამბობდი, რომ ერთი იყო დაკავებული 2020 წელს, მეორე იყო ყოფილი მერი, კადიროველები კი არ იყვნენ, პირიქით-მეთქი და შემომიტრიალდა „ფორმულას“ ჟურნალისტი, როგორ კადიროვს ოპოზიცია ჰყავსო? რა ლოგიკაა ეს - 2011 წლამდე, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩნდებოდა, სააკაშვილმა ყველა ბინძური მეთოდით გაანადგურა ოპოზიცია, და რას ნიშნავს, ამ ლოგიკით ყველა ქართველი მიშისტი იყო? ესე იგი ყველა კადიროველია, იქ ვინც ცხოვრობს. რეალურად, კადიროვის მომხრეა, ყოფილი მერია, თუ ვინ არის ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. არის კრიტერიუმები: როდესაც მესაზღვრე აიღებს პასპორტს ხელში, ამოწმებს ბაზაში და თუ არ აქვს მას ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებიდან რაღაც პროვოკაციის, ტერორისტული აქტის ან არ არის პირი ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაში მხილებული, მესაზღვრე უშვებს. ამბავი ატეხეს - იქ ლავროვის ნათესავი, აქ კადიროველები, მაგრამ ორივე შემთხვევაში, ვინმეს პრობლემა რომ შეექმნა, იგივე ვინოკუროვს, ვლოგებს ამოიღებდნენ როგორ აგინებს პუტინს და იტყოდნენ, რომ როგორ შეუქმნეს ანტიპუტინისტს პრობლემაო. პიარული ხრიკებით სპეციალურად დებდნენ ავტომატებიან ფოტოებს, რომლებიც მოსკოვშია გადაღებული და გეგონება აქ არის, მერე ირკვევა, რომ თურმე ორი კვირის წინ ყოფილან აქ და თურმე საერთოდ არ ყოფილან კადიროველები, ერთი ყოფილი მერი, მეორე მათგან დაჩაგრული ბიზნესმენი და როდესაც ამას გაიგებ, ხვდები, რომ შეიძლება თავადაც გახდე იმ ბინძური პიარის მსხვერპლი, რასაც ესენი ალაგებენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რომის პაპი ლეო XIV აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდა
ბადრი ჯაფარიძის მიერ საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საქმე არსებით განხილვას გადაეცა
გიორგი ბურჯანაძე: დიღმის სამმართველოში დერეფნის კედლები სულ სისხლით იყო შეღებილი და სისხლიანი ტანსაცმელი, ბინტები და ცხვირსახოცები გორა-გორად იყო. ოთახებიდან გამოდიოდა საშინელი ხმები. მოასრიალებდნენ, გათიშულ ხალხს, სულ სისხლში
გია ბურჯანაძე: 26 მაისის დარბევას უფრო მეტი ადამიანი შეეწირა. ეგეთი იყო ლექსო ფორჩხიძე, რომელსაც იმდენი ურტყეს, რომ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. ერთმა 26 მაისიდან ერთ კვირაში თავი ჩამოიხრჩო...
დავით ჭიჭინაძე 26 მაისის დარბევაზე: ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს ხალხი მეორე დღეს. ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების დაშინებას, რა დაგემართებათ, თუ ჩვენ წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ
არქივი