საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს 6 პროკურორ-წევრი აირჩიეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
427 18 ოქტომბერი 2019, 20:27

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს 6 პროკურორ-წევრი აირჩიეს. საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 12 პროკურორ-წევრიდან პროკურორებმა ნდობა 6 პირს გამოუცხადეს. ისინი მომავალი 4 წლის განმავლონაში იქნებიან საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში.

საპროკურორო საბჭოს წევრები გახდნენ: ამირან გულუაშვილი; გვანცა გვიმრაძე; ირაკლი გაჩეჩილაძე; ვლადიმერ ნარინდოშვილი; მერაბ ჯერანაშვილი; ილია ჯანაშია.

საპროკურორო საბჭოს ახალი წევრების არჩევის უცილებლობა დადგა იქიდან გამომდინარე, რომ ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადა ეწურება საბჭოს მოქმედ, ექვს პროკურორ წევრს: გოჩა ფარულავას, კოტე სირაძეს, გიგა ძნელაძეს, ანა კალანდაძეს, ანზორ უსტიაძეს და მამუკა ფიფიას.

კონფერენცია საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარემ შალვა თადუმაძემ მოიწვია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
The Financial Times: ევროპის საავტომობილო გზები და რკინიგზა რუსეთთან ომისთვის გამოუსადეგარია
აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „რუსული ჩარევის" საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ „რუსულის" იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა
გორბის კვლევა ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა აქვს
„ქართული ოცნება“ არის უალტერნატივო პოლიტიკური ძალა - მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას იმ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩანს „გორბის“ კვლევაში
გერმანიის "მწვანეთა პარტიის" ახალგაზრდული პარტიის ლიდერი მიანიშნებს, რომ შესაძლოა "ალტერნატივა გერმანიის" პარტიის წინააღმდეგ შეიარაღებული წინააღმდეგობა გახდეს აუცილებელი
არქივი