გია ვოლსკი - არა მხოლოდ უნგრეთი, არამედ სხვა ბევრი ქვეყანაა, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
204 27 ივნისი 2023, 13:19
რასაკვირველია, რეკომენდაციები შესრულებულია. ევროპული უსაფრთხოების ქოლგა საქართველოს ეკუთვნის. მსოფლიოში ურთულესი მდგომარეობაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გოა ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ვოლსკის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ბევრი სხვა ქვეყანაც უჭერს მხარს.

„როგორ შეიძლება, შენმა პარტნიორებმა და მოკავშირე ქვეყნებმა არ გაგიწიონ თანადგომა? – თუ ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება ისეთი იქნება, როგორსაც ევროპარლამენტი კარნახობს, რასაკვირველია, ეს იქნება უსამართლობის პიკი. ყველა შემთხვევაში პრაგმატული თვალსაზრისით კი, გაუმართლებელი. საზოგადოების მიმართ შეურაცხყოფა იქნება ის, რასაც ევროპარლამენტარები ევროკომისიას კარნახობენ. ექსპერტების მოსაზრებები – ბუდაპეშტი რას იზამს და სხვა ქვეყნები როგორ მოიქცევიან, ამ შემთხვევაში არარელევანტურია, ვიმსჯელოთ პოლიტიკურ პლატფორმაზე. არა მხოლოდ ბუდაპეშტი, არამედ სხვა ბევრი ქვეყანაა, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველო სტატუსს იმსახურებს. თუ უნგრეთი უფრო აქტიური იქნება, ამას მივესალმებით, თუმცა სხვა ქვეყნებია, რომელთაც საქართველოს მხარდაჭერა დაუდასტურეს და თქვეს, რომ ქვეყანა სტატუსს იმსახურებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი საკუთარ სტატიაში წერს, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდებიან.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
კირ სტარმერი - ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია
"როიტერი" - სტამბოლში რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები
რომის პაპი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა
ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და სხვა პარტიების მხრიდან ბულინგის ეშინია
არქივი