სამედიცინო უნივერსიტეტს 800 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი ექნება, ტექნიკური უნივერსიტეტი კი, მეტრო „სამგორის“ მიმდებარედ სამი კორპუსის მშენებლობაზე მუშაობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
168 30 ივნისი 2023, 19:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას სტუდენტური საერთო საცხოვრებლების მშენებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტს ორ წელიწადში ექნება 800 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი, ტექნიკური უნივერსიტეტი კი, მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამი კორპუსის მშენებლობაზე მუშაობს.

„რაც შეეხება სტუდენტურ საცხოვრებლებს, გეტყვით, რომ სამედიცინო უნივერსიტეტს ორ წელიწადში ექნება 800 სტუდენტზე გათვლილი საცხოვრებელი, წინა პრემიერობის დროს ავაშენეთ 300 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი. ეს საკმარისი არ არის. ვფიქრობ დაახლოებით 3000-მდე უნდა ავაშენოთ. ახალი მინისტრი აქტიურად მუშაობს ამ თემაზე. ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტი მუშაობს აქტიურად, მეტრო „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომ მოხდეს სამი კორპუსის აშენება. ასე რომ, მიდის მუშაობა, ვმუშაობთ, ეს ყველაფერი მოგვარდება“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიდუბეში ახალი სატრანსპორტო კვანძი ეწყობა
ევროკომისია: ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, გერმანია, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, უნგრეთი, მალტა, ავსტრია, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია და პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირობებს არღვევენ
რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბა. დაიღუპა ერთი ადამიანი
ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, „რუსულის“ იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე
არქივი