რომეო მიქაუტაძე ჭადრაკში მსოფლიო თასის ქართველ მონაწილეებს შეხვდა და გამარჯვება უსურვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
204 01 აგვისტო 2023, 19:23

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, რომელიც სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება, ჭადრაკში მსოფლიო თასის ქართველ მონაწილეებს შეხვდა და მათ წარმატებული გამოსვლა და გამარჯვება უსურვა.

რომეო მიქაუტაძემ სიმბოლური პირველი სვლა გააკეთა ქართველი დიდოსტატების - ლუკა პაიჭაძის და სალომე მელიას დაფებზე.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და ფიდეს (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორი აკაკი იაშვილი და კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მაჰირ მამმედოვი.

„საქართველოში წარმატებული საჭადრაკო ტრადიციები გვაქვს. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ქართველი მოჭადრაკეები საერთაშორისო ტურნირებში, ტრადიციულად, გამარჯვებით ბრუნდებიან. საქართველოს საჭადრაკო სკოლა ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში. მინდა, გისურვოთ წარმატება ამ საერთაშორისო ტურნირში, სადაც მსოფლიოს წამყვანი მოჭადრაკეები მონაწილეობენ,“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ შეხვედრისას.

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო თასის ეტაპზე 309 მოჭადრაკე მონაწილეობს, საიდანაც 206 - ვაჟია, 103 კი - ქალი. საქართველოს ნაკრებში 9 ქართველი სპორტსმენია, საიდანაც 6 ქალია, 3 - კაცი. ასპარეზობა ქალთა და ვაჟთა შორის ოლიმპიური სისტემით გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 2,500,000 აშშ დოლარს შეადგენს. მსოფლიო თასზე ასპარეზობა 24 აგვისტოს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბერს რევოლუციას აანონსებს და იქვე ამბობს, 3 ოქტომბერს "ოცნება" წავაო - კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რას ამბობენ და რას აკეთებენ, თვითონაც არ იციან
სერბეთის პრეზიდენტი: სერბეთი ევროპული კურსიდან გადახვევას არ აპირებს
ოპოზიციის აქციაზე: გლობალური ომის პარტია ამზადებს თავის აგენტურას არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის
საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 შეადგინა, საიდანაც 2 078 000 ქალია, ხოლო 1 836 000 - კაცი
არქივი