პირველად ისტორიაში ღია კოსმოსში ნასა-ს ქალთა ეკიპაჟი გავიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
714 19 ოქტომბერი 2019, 22:58

ქალების ეკიპაჟმა - ამერიკელმა ასტრონავტებმა კრისტინა კოხიმ და ჯესიკა მეიერიმ პირველად ისტორიაში შეასრულეს გასვლა ღია კოსმოსში. ნასა-ს ინფორმაციით, მათ შეუცვალეს დაზიანებული კვების ბლოკი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს, რასაც დაახლოებით 7-საათნახევარი დასჭირდა.

ღია კოსმოსში უკვე 14 ქალი გავიდა, მათ შორის კოხიც, რომელისთვისაც ეს უკვე  მეხუთე კოსმოსური გასეირნებაა. მეიერი კი, მე-14  ქალია, რომელიც კოსმოსს ეზიარა. პირველი კი, რუსი სვეტლანა სავიცკაია იყო.  

თავდაპირველად, ქალთა მისიის შემადგენლობაში კოხის  მეწყვილე უნდა ყოფილიყო ამერიკელი ენ მაკკლენი, თუმცა, აღმოჩნდა, რომ კომსმოსში რვათვიანი ვიზიტიდან დაბრუნებულ მაკკლეინს ბრალი ედებოდა პირველად ისტორიაში კოსმოსში ჩადენილ დანაშაულში.  იგი ქმარმა დაადანაშაულა მისი პირადი მონაცემების ხელყოფაში - მაკკლეინი კოსმოსური  ხომალდიდან  უნებართვოდ შევიდა ქმრის საბანკო ანგარიშზე. კოსმოსიდან დედამიწაზე დაბრუნებულმა მეკკლეინმა განაცხადა, რომ მან ანგარიში დაათვალიერა, რათა დარწმუნებულიყო,  რომ ოჯახური ბიუჯეტი გადასახადების გადასახდელად და ვაჟიშვილის სხვადასხვა სახის ხარჟებისთვის საკმარისი იყო. ამ გაუგებრობის გამო ის ქალთა მისიიდან მოხსნეს.  

საბოლოოდ, მაკკლეინი ჯესიკა მეირიმ შეცვალა. ის 42 წლისაა. ფიზიოლოგიისა და ოკეანის ბიოლოგიის მეცნიერია, ეს, მისი პირველი გაფრენა იყო კოსმოსში, მეირმა ნასა-ში მუშაობა ხომალდის ბორტინჟინრად რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.

ქალთა ეკიპაჟის მთავარი გმირი კრისტინა კოხი, 40  წლისაა და მისთვის ღია კოსმოსში ეს უკვე მეხუთე მისიაა.  კოხი ფიზიკოსი და ინჟინერ-ელექტრიკოსია. პირველ წლებში ის ნასა-ში სამეცნიერო კვლევების სფეროში მუშაობდა.  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი