ჩინეთის დიდი კედელი მშენებლებმა დააზიანეს - მათ სამუშაო ადგილამდე გზის შემოკლება უნდოდათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
170 05 სექტემბერი 2023, 23:35
მშენებლებმა სერიოზულად დააზიანეს ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი ცენტრალურ პროვინცია შანსიში. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ორმა მუშამ, რომლებსაც მშენებლობაზე შემოვლითი გზით მისვლა მოჰბეზრდათ, ექსკავატორის მეშვეობით გააღრმავეს და გააფართოვეს კედლის ჩაწოლი ნაწილი და ის მიწის დონემდე დაიყვანეს. მიღებულმა გზამ მათ სამუშაო ადგილისადმი გზა მნიშვნელოვნად შეუმცირა.

ორივე ეჭვმიტანილი - 38 წლის კაცი და 55 წლის ქალი დაკავებულია, გამოძიება გრძელდება. ისინი მუშაობდნენ სამშენებლო ობიექტზე „32-ე დიდი კედელი“ - ეს დიდი კედლის ნაწილია, რომელიც მინის ეპოქაში აშენდა და ისტორიულ-კულტურულ ობიექტთა სიას მიეკუთვნება.

ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულებმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა დიდი კედლის მთლიანობას“.

ჩინეთის დიდი კედელი 1987 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილი გახდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძემ ქართველ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის ნაცვლად, „რუსულის“ იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე
მიხეილ ყაველაშვილმა სანდრო ბაზაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა
ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი: საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს
თამარ ტალიაშვილმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა
არქივი