გია ცაგარეიშვილი: როცა პრეზიდენტი ხარ, მხოლოდ შენი სამრეკლოდან არ უნდა უყურებდე ქვეყანას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
329 08 სექტემბერი 2023, 00:07

სალომე ზურაბიშვილმა რამდენჯერმე მიმართა ამომრჩეველს, ანუ, მეც მომმართა. მიმართა „ქართულ ოცნებას“, თუ ჩვენ მოგვმართა, ჩვენ მას მივუთითეთ, რომ ის გასულია კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„თუ მიმართა ნაცმოძრაობასა და მის ამომრჩეველს, მაშინ გასაგებია, რატომაა ის გასული კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. სადაც ნაცმოძრაობა იყო, იქ იყო ყველაფრის ფეხქვეშ გათელვა. როგორც ჩანს, თავისი გადაწყვეტილებები პრეზიდენტმა ნელ-ნელა ამ ძალის პოლიტიკურ გემოვნებას დააფუძნა. ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო - როგორც ჩანს, ერთიც შეცვლა და მეორეც. ვფიქრობ, როცა ამ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ, მხოლოდ შენი სამრეკლოდან არ უნდა უყურებდე ქვეყანას“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში ჩავიდა და 18 მაისს ვატიკანში ახალი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება
მეუფე შიო: ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
არქივი