ორიგინალური ამერიკული კანონები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
449 20 ოქტომბერი 2019, 22:55

მერიკის ცალკეულ შტატებში სხვადასხვაგვარი კანონი მოქმედებს და ხშირად ისინი ორიგინალობით გამოირჩევიან. აღსანიშნავია, რომ არსებული აკრძალვების თაობაზე, ამერიკელთა ნაწილმა არაფერი იცის. თუმცა, კანონის არცოდნა დამრღვევს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

მა­გა­ლი­თად, ტე­ხა­სის შტატ­ში აკ­რ­ძა­ლუ­ლია ლუ­დის ფეხ­ზე დამ­დ­გა­რი და­ლე­ვა. საკ­მა­რი­სია,  მა­მა­კაც­მა ქა­ლი სამ­ჯერ წა­რუდ­გი­ნოს მე­გობ­რებს, რო­გორც ცო­ლი და იგი ავ­ტო­მა­ტუ­რად ით­ვ­ლე­ბა მის ოფი­ცი­ა­ლურ მე­უღ­ლედ.

ტე­ხა­სის შტატ­ში ფეხ­საც­მ­ლის გა­რე­შე სი­ა­რუ­ლი­სათ­ვის ის­ჯე­ბი­ან, თუ არ გა­აჩ­ნი­ათ სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თ­ვა. მი­სი აღე­ბა 5 დო­ლა­რი ღირს.

ტე­ხას­ში მი­ი­ღეს კა­ნო­ნი, რომ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, დამ­ნა­შა­ვე ვალ­დე­ბუ­ლია მსხვერპლს წე­რი­ლო­ბით ან სხვა ფორ­მით შე­ატყო­ბი­ნოს მო­სა­ლოდ­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლი მის ჩა­დე­ნამ­დე 24 სა­ა­თით ად­რე. ამ წე­სის დარ­ღ­ვე­ვას სა­სა­მარ­თ­ლო გა­ნი­ხი­ლავს და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბად. ეს ჯორჯ ბუ­შის პრე­ზი­დენ­ტო­ბი­სას მი­ღე­ბუ­ლი ბო­ლო კა­ნო­ნია.

მა­გა­ლი­თად, ჰი­უს­ტონ­ში კვი­რა დღეს აკ­რ­ძა­ლუ­ლია ლუ­დით ვაჭ­რო­ბა. პორტ-არ­ტურ­ში ლიფ­ტ­ში ჰა­ე­რის გა­ფუ­ჭე­ბა დას­ჯა­დი ქმე­დე­ბაა.

მა­ი­ა­მი­ში აკ­რ­ძა­ლუ­ლია ვე­ლო­სი­პე­დით სი­ა­რუ­ლი ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლე­ბის გა­რე­შე. თუმ­ცა, იმა­ვე კა­ნო­ნით, ვე­ლო­სი­პე­დის­ტებს ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა გარ­კ­ვე­ულ ად­გი­ლებ­ში ეკ­რ­ძა­ლე­ბათ.

არ­კან­ზა­სის შტატ­ში არ­ჩევ­ნე­ბის დღეს და ხმე­ბის დათ­ვ­ლის დროს, ვინც არ უნ­და იყოს და რა სა­ბა­ბიც არ უნ­და ჰქონ­დეს, ეკ­რ­ძა­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის კარ­თან და ფან­ჯ­რებ­თან 15 მეტ­რ­ზე ახ­ლოს მის­ვ­ლა - ასე­თი ქმე­დე­ბა ამომ­რ­ჩე­ველს დამ­ნა­შა­ვედ ხდის. მძღო­ლებს 21.00 სა­ა­თის შემ­დეგ ეკ­რ­ძა­ლე­ბათ ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლე­ბი იყი­დე­ბა.

აიოვას შტა­ტის ქა­ლაქ ფორტ-მე­დი­სონ­ში მე­ხან­ძ­რე­ებ­მა 15 წუ­თი უნ­და გა­ი­ვარ­ჯი­შონ ხან­ძ­რის ჩა­საქ­რო­ბად წას­ვ­ლამ­დე.

ნიუ-იორ­კის შტა­ტის ქა­ლაქ კარ­მელ­ში ნე­ბის­მი­ე­რი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც გა­მოწყო­ბი­ლია სხვა­დას­ხ­ვა ფე­რის შარ­ვალ­სა და პი­ჯაკ­ში, ჯა­რიმ­დე­ბა 500 დო­ლა­რით. ნებ­რას­კა­ში და­ლა­ქებს ეკ­რ­ძა­ლე­ბათ ნი­ო­რის ან ხახ­ვის ჭა­მა დი­ლის 7 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს 7 სა­ა­თამ­დე, რა­თა კლი­ენ­ტი არ შე­ა­წუ­ხონ. ნიუ-ჯერ­სი­ში რეს­ტო­რან­ში ხმა­უ­რით ჭა­მა დას­ჯა­დია.

კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ცხო­ვე­ლებს ეკ­რ­ძა­ლე­ბათ სქე­სობ­რი­ვი აქ­ტის დამ­ყა­რე­ბა სკო­ლებ­თან, ეკ­ლე­სი­ებ­თან და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­თან.

ინ­დი­ა­ნა­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ბრალ­დე­ბას წა­უ­ყე­ნე­ბენ პირს, თუ მან­ქა­ნა­ში ჩა­ის­ვამს გო­გო­ნას, რო­მელ­საც წინ­და არ აც­ვია და 17 წე­ლი არ შეს­რუ­ლე­ბია.

1984 წლი­დან ინ­დი­ა­ნას ქა­ლაქ სპეიდ­ს­ში მოქ­მე­დებს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც კონ­სერ­ვის ქი­ლე­ბის გახ­ს­ნას კრძა­ლავს ცეცხ­ლ­სას­რო­ლი იარა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით. ამ კა­ნო­ნის დარ­ღ­ვე­ვი­სათ­ვის სას­ჯე­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თას 3 თვით.

ლუ­ი­ზი­ა­ნა­ში მკაც­რად ის­ჯე­ბა ადა­მი­ა­ნის კბე­ნა, ხო­ლო პრო­თე­ზის გა­მო­ყე­ნე­ბა გა­რე­მო­ე­ბას ამ­ძი­მებს. ნიუ-იორ­კ­ში სჯი­ან მას, ვინც სა­ხუ­რა­ვი­დან გად­მოხ­ტე­ბა. აიდა­ჰოს შტატ­ში სა­ქა­ნე­ლა­ზე ქა­ნა­ო­ბა კვი­რა­ო­ბით აკ­რ­ძა­ლუ­ლია. ილი­ნი­ო­სის შტატ­შის ქა­ლაქ გე­ილ­ს­ბურ­გ­ში 1000 დო­ლა­რით აჯა­რი­მე­ბენ მას, ვინც ბე­ის­ბო­ლის ჯო­ხით ცხო­ველს სცემს. მი­ჩი­გან­ში გა­და­ფურ­თხე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და­ნა­შა­უ­ლად ით­ვ­ლე­ბა და ასე­თი ქმე­დე­ბის­თ­ვის 500-დო­ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მაა და­წე­სე­ბუ­ლი. სენტ-ლუ­ის­ში აკ­რ­ძა­ლუ­ლია ხიდ­ზე ჯდო­მა და ლუ­დის სმა. ოჰა­­­ში აკ­რძა­ლუ­ლია პორ­ტრე­ტის წინ გა­შიშ­ვლე­ბა. ნე­ვა­და­ში არ შე­იძ­ლე­ბა ამე­რი­კის დრო­შის საპ­ნით გა­რე­ცხვა. ოკ­ლაჰო­მა­ში აკ­რძა­ლუ­ლია ავ­ტო­მო­ბილ­ში სექ­სით და­კა­ვე­ბა. იუ­ტა­ში არ შე­იძ­ლე­ბა ქა­ღალ­დში გახ­ვე­­ლი ვი­­ლი­ნო­თი სი­­რუ­ლი. ნიუ-ჯერ­სი­ში და­გა­კა­ვე­ბენ, თუ სუპს ხმა­მაღ­ლა ხვრე­.  

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე ლაშა ცანავაზე: თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი
მამუკა მდინარაძე: თურქეთში თორნიკე რიჟვაძე არ მომინახულებია - ეს არის აგენტების მიერ მოგონილი ტყუილი
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმე ძალადობდა ყველა დასასჯელია, მაგრამ არ შეიძლება, ვიმოქმედოთ ორმაგი სტანდარტებით, სადაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს
მამუკა მდინარაძე: საქართველოში კრიმინალებმა როგორი რაღაც ისწავლეს ახლა იცით? იპარავენ ასეულობით მილიონს, მილიარდსაც შეიძლება, მერე ჯდებიან „დიფ სთეითურ“ ნარატივში და ამბობენ „რუსული“ და ანტიდასავლური განწყობების გამო მიჭერენო
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რამხელა შიში აქვთ, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს. ან დამხობის მნიშვნელობა არ იციან და ინტელექტი არ ჰყოფნით, ან რაღაც სულელურ დაზღვევასთან გვაქვს საქმე
არქივი