გია ცაგარეიშვილი სააკაშვილზე - რა ჯანდაბა უნდოდა საქართველოს პრეზიდენტს პაბლო ესკობარის საფლავზე? ვინმემ ამიხსნას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
236 14 სექტემბერი 2023, 13:49

რა ჯანდაბა უნდოდა საქართველოს პრეზიდენტს პაბლო ესკობარის საფლავზე? ვინმემ ამიხსნას. იქნებ დაუსვათ მისი ფანკლუბის წევრებს კითხვა, რა უნდოდა საქართველოს პრეზიდენტს 20 ათას კილომეტრში პაბლო ესკობარის საფლავზე? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ჩადენილ დანაშაულზე დამნაშავეები უნდა გამოვლინდნენ.

„ამდენი წელი გავიდა და კიდევ არსებობს მოვლენა და ამბავი, რომელიც ჩვენ არ ვიცით ამ ავაზაკი ადამიანის პრეზიდენტობის დროსა და ხანასთან დაკავშირებული, ჩემთვისაც აღმოჩენა იყო. მინდა ერთი კითხვა დავსვა, რა ჯანდაბა უნდოდა საქართველოს პრეზიდენტს პაბლო ესკობარის საფლავზე? ვინმემ ამიხსნას. იქნებ დაუსვათ მისი ფანკლუბის წევრებს კითხვა, რა უნდოდა საქართველოს პრეზიდენტს 20 ათას კილომეტრში პაბლო ესკობარის საფლავზე? იქნებ გვირგვინი ჩაიტანა, მაინც იკითხეთ. კოლმეურნეობის მოედანზე შეიძინა გვირგვინი, ამოიჩარა იღლიაში და წავიდა ესკობართან, ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია. ამ წარმოუდგენელ მასკარადში, მის ვოიაჟებში, გაუგებარ ვიზიტებში, რომელიც თურმე ქვეყნის აღმშენებლობას ემსახურებოდა და ეხებოდა იხარჯებოდა საქართველოს გადამხდელების მილიონობით ლარი. ამაში ნიავდებოდა ეს ყველაფერი. ბუნებრივია, გრიფი „საიდუმლო“ უნდა მოეხსნას და საქართველოს მოქალაქეებმა გაიგონ ვინ, სად დადიოდა და ხარჯავდა საბიუჯეტო სახსრებს. დანაშაული ჩადენილია, უნდა გამოვლინდნენ დამნაშავეები და პასუხისგებაში მიეცნენ. როცა საუბრობთ ღარიბაშვილების ოჯახის მიერ გაწეულ კერძო ხარჯზე, აქ, რა თქმა უნდა, ოპონენტი ლოგიკურად აუცილებლად დასვამს ამ კითხვას, აგერ ადამიანი, რომელიც მართალია სხვა დანაშაულზე სასჯელს იხდის და ბრალი აქვს წარდგენილი 8 მილიონის მასაჟისტების, მანიაკ მკერდმოშიშვლებული მხატვრებისა და მკბენარი მასაჟისტების აქ ჩამოთრევაში. არ მახსოვს ვინმეს კითხვა დაესვას, რა უნდოდა ავღანეთში რომ ჩავიდა, შემდეგ დუბაიში, ან უგულავას მასთან ერთად სპა კურორტზე იტალიასა და შვეიცარიაში? რატომ? მისი წონის კლება საქართველოს პრობლემა იყო? რატომ არასდროს დაგისვამთ ეს კითხვა?“- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
კირ სტარმერი - ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია
"როიტერი" - სტამბოლში რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები
რომის პაპი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა
ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და სხვა პარტიების მხრიდან ბულინგის ეშინია
არქივი