არჩილ თალაკვაძე: მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს გუნდის სახელით ვუთხრა, რომ სტიქიის შედეგებთან პირისპირ არ დავტოვებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
212 19 სექტემბერი 2023, 13:09

ბოლო პერიოდში სტიქიამ ურთულესი განსაცდელის წინაშე დააყენა გურია, ოზურგეთი და ლანჩხუთი, სადაც ჭარბმა ნალექმა ძალიან მძიმე პრობლემები გამოიწვია. სამწუხაროდ, გვქონდა მსხვერპლი. მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს გურულებს ვუთხრა გუნდის სახელით, რომ სტიქიის შედეგებთან მათ პირისპირ არ დავტოვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ უმოკლესს გონივრულ დროში, ყველა პირობა შევქმნათ, აღვადგინოთ საჯარო ინფრასტრუქტურა და ცხოვრება დავუბრუნოთ იმ კალაპოტს, და იმ ნორმალურ ფუნქციონირებას, როგორიც იყო სტიქიამდე,-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლების რეაგირება სტიქიით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად და სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად იყო მყისიერი. ვიცე-სპიკერმა მადლობა გადაუხადა ხელისუფლებას, მის შესაბამის უწყებებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო გურიაში სტიქიით დაზარალებული ადამიანების დახმარების ღონისძიებებში.

„რეაგირება იყო მყისიერი, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, მთავრობის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან პირველივე მომენტიდან გაკეთდა მაქსიმუმი, რომ გადაერჩინათ ადამიანები, დაეცვათ მათი უსაფრთხოება და შემდგომ ეზრუნათ იმ პირობებზე, რომელიც სჭირდებათ ოჯახებს, რომ განაგრძონ ცხოვრება, ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრისი და ელემენტარული ჰუმანიტარული პრობლემები ყოფილიყო მოგვარებული.

ახლაც მყისიერად, იმოქმედეს და გმირობის მაგალითი უჩვენეს ჩვენმა მაშველებმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელ საზოგადოებას. მინდა მადლობა გადავუხადო მთავრობას, რომელიც პირველივე მომენტიდან იყო ჩართული, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის სამინისტროებს, გარემოსდაცვითი სამსახურები, ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შესაბამისი სამსახური იყო და რჩება ჩართული სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში. ასევე პარლამენტის წევრები და გურიის მაჟორიტარი, რომელიც პირველივე მომენტიდან იმყოფებოდა სტიქიის ზონაში.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მხარში დაუდგნენ გურულებს გასაჭირის ჟამს. განსაკუთრებული მადლობა რაჭას და რაჭველებს.

მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ რაიონულ ორგანიზაციებს, ახალგაზრდულ ორგანიზაციას, ქალთა ორგანიზაციას, რომელთაც გააკეთეს დახმარების მნიშვნელოვანი მობილიზება და ორგანიზება და ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ რთულ დროს გურიის და გურულების მხარდასაჭერად“, - განაცხადა თალაკვაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: კარგი შესაძლებლობა იყო, მიგვეწოდებინა პაპისთვის ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის საქართველოსთვის პრიორიტეტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონში მშვიდობა
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით
პაველ დუროვი: ჩემთან შევედრისას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი იყო გეოპოლიტიკა - რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულდა - პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე
მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი პაპის საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება - ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის
არქივი