ირაკლი კობახიძე: დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა ევროკომისიასთან და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე გაგრძელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
173 19 სექტემბერი 2023, 15:19

ირაკლი კობახიძემ განმარტა რა ეტაპზეა დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის შესრულება. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ მოვუსმინეთ ბორელს, ასევე, მაღალი თანამდებობის სხვა პირებს, მათ შორის ბატონ კოპმანს, რომელიც ევროკომისიაში შესაბამის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. სწორედ ამ კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლის შინაარსიც არის შემდეგი: გაგრძელდება მუშაობა სამოქმედო გეგმაზე ევროკომისიასთან და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე. ეს პროექტი გაეგზავნება პირველ რიგში ვენეციის კომისიაში, დაველოდებით იქიდან დასკვნას და ამის შემდეგ გააგრძელებს მთავრობა მუშაობას.

მეორე ნაწილში რეკომენდაცია იყო ის, რომ ჩვენ არ უნდა მიგვეღო კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ეფუძნებოდა პერსონალიზებულ მიდგომებს. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ თავად ევროკომისიას, რომ მათაც უარი თქვან პერსონალიზებულ მიდგომაზე, თორემ ის ჩანაწერი, რომელიც მოცემულია 12 პრიორიტეტში. თავისთავად გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას და გახსოვთ, რომ სწორედ ასეთი პერსონალიზებული მიდგომით იყენებდა ბოროტად ამ ჩანაწერს თავის დროზე როგორც ოპოზიცია ქვეყნის შიგნით, ასევე კონკრეტული ევროპარლამენტარები და ოპოზიციასთან დაკავშირებული სხვა უცხოელი პოლიტიკოსები. ამიტომ კარგი იქნება, თუ თავად ევროკომისია იტყვის უარს პერსონალიზებულ მიდგომაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიქტორ ორბანი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს - არა, არა და არა
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ტუსკის პარტიის კანდიდატი რაფალ ტრჟასკოვსკი 30.8%-ით ლიდერობს - დაინიშნება მეორე ტური
დონალდ ტრამპი - მე და მელანია დამწუხრებულები ვართ ჯო ბაიდენის სამედიცინო დიაგნოზის გაგებით, ჯოს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ
ჯო ბაიდენის ოფისში აცხადებენ, რომ ბაიდენს პროსტატის კიბო დაუდგინდა
პრემიერი: გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
არქივი