სოსო არჩვაძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე: კონსტიტუციისა და კანონების ზედმიწევნით აღსრულებით ქართულ საბანკო სექტორს არა „დაქცევა“, არამედ წესრიგი და მდგრადი და პროგნოზირებადი განვითარება „ემუქრება“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
636 19 სექტემბერი 2023, 23:42
თუ ამერიკელთა ხატოვანი გამოთქმის -„ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა პირველი მილიონი დოლარის შემდეგ იწყება“ პერიფრაზირებას მოვახდენთ, სახელმწიფოებრივი სიმწიფე იმაში ვლინდება, თუ როგორ ახდენს ის თავისი მოქალაქეების დაცვას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, - ასე ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე ეროვნული ბანკის მიერ სანქციათა რეჟიმის შესრულების წესში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

ექსპერტის განმარტებით, საზოგადოების ნებისმიერ წევრზე უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა გავრცელდეს, შესაბამისად, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაც სამართლებრივ ჩარჩოშია მოქცეული. მისივე თქმით, კანონების აღსრულება, საბანკო სექტორს წესრიგს და მდგრადი განვითარებას მოუტანს.

"თუ ამერიკელთა ხატოვანი გამოთქმის -„ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა პირველი მილიონი დოლარის შემდეგ იწყება“ პერიფრაზირებას მოვახდენთ, სახელმწიფოებრივი სიმწიფე იმაში ვლინდება, თუ როგორ ახდენს ის თავისი მოქალაქეების დაცვას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს ერთი ქართველი დიპლომატის ისტორია, რომელსაც დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა, თუმცა ავარიის შედეგად მას საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტმა დემონსტრაციულად მოუხსნა იმუნიტეტი და ამის გამო მას სასჯელის მოხდა გარკვეული ვადით მიმღები ქვეყნის ციხეში მოუწია. ბედის ირონიით, იმავე პერიოდში ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის დიპლომატმა, რომლის ავტომობილმა თბილისში საქართველოს მოქალაქეები იმსხვერპლა, სრულად ისარგებლა ასეთი იმუნიტეტით და დაუბრკოლებლად დატოვა ჩვენი ქვეყანა. დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. კანონი და სამართალი იცავს ქვეყნის მოქალაქეებს და ამ კუთხით უდანაშაულობის პრეზუმფცია ვრცელდება საზოგადოების ნებისმიერ წევრზე, მიუხედავად იმისა, თუ რა ადგილი უკავია მას ამჟამად, რა პოსტი ეკავა ადრე და როგორი პოპულარობით ან რენომეთი სარგებლობს ამჟამად საზოგადოებაში. ამ ასპექტით უნდა შევხედოთ ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ცვლილებებს სანქციათა რეჟიმის შესრულების წესში, რომლის მიხედვითაც ჩვენი ქვეყნის ეს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი თვლის, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. აღნიშნული გადაწყვეტილება აბსოლუტურად მოქცეულია სამართლებრივ ჩარჩოებში და მას ამყარებს ჯერ კიდევ რომაული სამართლიდან თანამედროვე იურისპრუდენციაში გადმოსულ სენტენციას: Fiat iustitia, et pereat mundus - სამართალი უნდა აღსრულდეს თუნდაც სამყარო დაიქცეს. კონსტიტუციისა და კანონების ზედმიწევნით აღსრულებით სამყაროს და მათ შორის ქართულ საბანკო სექტორს არა „დაქცევა“, არამედ წესრიგი და მდგრადი და პროგნოზირებადი განვითარება „ემუქრება“..." - წერს სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი