საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
182 23 სექტემბერი 2023, 19:50

საქართველოს პარლამენტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

„აზერბაიჯანის მილი მეჯლისის მხრიდან კი საქართველოსთან აზერბაიჯანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, არზუ ნაგიევმა.

კომიტეტები მემორანდუმის ფარგლებში, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, ხელს შეუწყობენ ორი ერის კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი , მილი მეჯლისის კულტურის კომიტეტის წევრები და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: კარგი შესაძლებლობა იყო, მიგვეწოდებინა პაპისთვის ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის საქართველოსთვის პრიორიტეტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონში მშვიდობა
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით
პაველ დუროვი: ჩემთან შევედრისას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი იყო გეოპოლიტიკა - რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულდა - პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე
მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავად გზავნილი პაპის საუბრიდან, რომ მსოფლიო მშვიდობა, ადამიანის ღირსება - ეს ქრისტიანული ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის
არქივი