პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
274 23 სექტემბერი 2023, 20:47

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს ტრიბუნიდან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მნიშვნელოვანი გზავნილები გააკეთა.

„მთავარი იყო, რომ მან საერთაშორისო საზოგადოებას პრინციპულად კიდევ ერთხელ უთხრა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმ პროგრესის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც ევროკავშირმაც აღიარა. მეორე ის იყო, რომ საქართველო განაგრძობს ბრძოლას თავისუფლებისთვის და საკუთარი მშვიდობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფას, პარტნიორების და მეგობრების დახმარებას. ეს იყო მთავარი გზავნილები. მან ასევე აჩვენა მიმართულებები, სადაც საქართველოს ნამდვილად აქვს პროგრესი. ეს არის დემოკრატია, ეკონომიკა, ინსტიტუციური რეფორმები და რაც მთავარია, მან კიდევ ერთხელ, მაღალი ტრიბუნიდან თქვა, რომ საქართველო არის საიმედო პარტნიორი რეგიონში. ეს გზავნილები იყო მოსმენილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი, საქართველოს ნამდვილი მეგობრები ამ გზავნილებს გაითვალისწინებენ გადაწყვეტილების მიღების დროს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით 23 სექტემბერს გამოვიდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯორჯია მელონი - იტალია მზადაა, შეიტანოს თავისი წვლილი კონტაქტების ხელშეწყობასა და მშვიდობისთვის მუშაობაში
მაკა ბოჭორიშვილი: კარგი შესაძლებლობა იყო, მიგვეწოდებინა პაპისთვის ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის საქართველოსთვის პრიორიტეტები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის რეგიონში მშვიდობა
ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ: რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და, რაც მთავარია, ომის დასრულების მიზნით
პაველ დუროვი: ჩემთან შევედრისას საფრანგეთის საგარეო დაზვერვის მთავარი ინტერესის საგანი იყო გეოპოლიტიკა - რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი დასრულდა - პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე
არქივი