მიხეილ სარჯველაძე გლდანში მომხდარ ინციდენტზე: რა შინაარსიც არ უნდა ჰქონდეს ამ დაპირისპირებას - კატეგორიულად მიუღებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
258 23 სექტემბერი 2023, 22:39

ერთი რამ უნდა ვიცოდეთ - ასეთი ტიპის დაძაბული ურთიერთობები, დაპირისპირებები და ხელჩართული ბრძოლები არის ის, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება საქართველოს და ყველაზე ნაკლებად აწყობს ხელისუფლებას, - ამის შესახებ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრის ირაკლი ეძგვერაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.

„გულწრფელად გეუბნებით, დაზუსტებით არ ვიცი გლდანში რა მოხდა. ვის რა როლი ჰქონდა, ვინ როგორ მონაწილეობდა და რას აკეთებდა - არ ვიცი. რა შინაარსიც არ უნდა ჰქონდეს ამ დაპირისპირებას - კატეგორიულად მიუღებელია. ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, რაც არ უნდა იყოს შინაარსი და მიზეზი, ძალადობა და ამ ფორმის ურთიერთობა რა თქმა უნდა მიუღებელია“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

გლდანში გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გლდანში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია გლდანში მომხდარ ინციდენტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს და პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს კვო, რაც დღეს არის
ირაკლი კობახიძე - ვამბობდით, რომ USAID-ი, NED-ი, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა ჩვენი თანამოქალაქეები ამაში დაარწმუნა
ირაკლი კობახიძე - 2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით ავღანეთისა და ერაყის მისიებში, სამართლიანობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე ვაყენებთ
ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი, ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი 54.9 პროცენტით ლიდერობს
არქივი