ირაკლი ბურჭულაძე: ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, საქართველო კიდევ ერთხელ მოინიშნება მსოფლიოს სპორტულ რუკაზე ახალი მიმართულებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
317 30 სექტემბერი 2023, 15:40

ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და იმის აღიარება, რომ საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტებს უდიდესი პოტენციალი აქვს. დავიმსახურეთ საერთაშორისო ექსპერტების ნდობა, აღიარება, შესაბამისად, ფრირაიდის მსოფლიო ტურსაც ღირსეულად ვუმასპინძლებთ, ისე, როგორც ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატი ჩავატარეთ. საქართველო კიდევ ერთხელ მოინიშნება მსოფლიოს სპორტულ რუკაზე ახალი მიმართულებით, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ განაცხადა.

ბურჭულაძემ კომენტარი გააკეთა საფრანგეთის ქალაქ ანესში, ფრირაიდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, 2024 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე, ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება.

აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის დასახელდა (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო), რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდათ წილად.

ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. ფრირაიდის მსოფლიო ტური 300 მილიონ მაყურებელს ფარავს, შესაბამისად, ღონისძიება უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლობიზმი არის ქრთამის ლეგალიზებული ფორმა და კონკრეტული კონგრესმენებიც იღებდნენ ამ ქრთამს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვისაც ფულს აძლევენ იქ
გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე ამოქმედდა შეზღუდვები, რამაც დაასტაბილურა ჩვენი ქვეყანა, მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით
მიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
2019 წელს სალომე ზურაბიშვილს ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით, ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა, 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი და 2022 წელს პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში
ოპოზიცია არჩევნებზე ტოტალური მარცხისთვის არის განწირული, არავითარი შანსი არ აქვთ
არქივი