ვახტანგ ბაჩიაშვილი: პრეზიდენტმა იცოდა, რომ გერმანიაში ვიზიტს მთავრობის თანხმობა სჭირდებოდა, უარის საფუძველზე მაინც განახორციელა ვიზიტი, რითაც ქმედებით დაადასტურა კონსტიტუციის დარღვევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
194 03 ოქტომბერი 2023, 20:31
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას ადგილი ჰქონდა და ერთ-ერთ დარღვევაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს მაგალითი აქვთ მოყვანილი.

„ცალსახაა, რომ კონსტიტუციის დარღვევას ჰქონდა ადგილი. კონსტიტუციის დარღვევა არის, როდესაც ვიზიტები ხორციელდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, თუ ეს მთავრობასთან არ თანხმდება. მთავრობასთან რომ თანხმდება, სწორედ იქიდანაც გამომდინარეობს, რომ მათ შორის ისეთი ვიზიტებია პრეზიდენტის მხრიდან განხორციელებული, ერთ-ერთი მათგანი კონსტიტუციურ წარდგინებაშიც აქვთ ავტორებს მოყვანილი, ეს არის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტი, რომელიც სწორედ კონსტიტუციის 52-ე მუხლის საფუძველზე იქნა მომართული საქართველოს მთავრობისთვის. პრეზიდენტმა იცოდა, რომ ამას მთავრობის თანხმობა სჭირდებოდა, მომართა, მიიღო საქართველოს მთავრობისგან უარი და უარის საფუძველზე მაინც განახორციელა ვიზიტი, რითაც ქმედებით დაადასტურა კონსტიტუციის დარღვევა“, - აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა ხვალ 11:00 საათზე გაგრძელდება. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა, რომელიც ზეპირი მოსმენით მიმდინარეობდა, დღეს, 12:00 საათზე დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

პროცესს არ ესწრებოდა თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.

ასევე, სხდომას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები - პარლამენტის 4 დეპუტატი ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ.

სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მთავრობის დადგენილებით, საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი 3-თვიანი სტაჟირების კონკურსი ცხადდება
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
მაკკეინის ინსტიტუტი: გადამწყვეტი როლი შევასრულეთ ნიკა გვარამიას გათავისუფლებაში, რომელსაც რეპორტაჟების გამო სამ წელზე მეტი თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი
სინოპტიკოსთა ცნობით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
ჯეი დი ვენსი - ევროპელებს მოუწევთ, ლომის წილი იტვირთონ უკრაინის უსაფრთხოებისთვის, ეს მათი კონტინენტია, მათი უსაფრთხოებაა
არქივი