Financial Times: აშშ-ში შიდაპოლიტიკური პოლარიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მოკავშირეებსა და პარტნიორებში, განსაკუთრებით უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
213 03 ოქტომბერი 2023, 22:52
აშშ-ში შიდაპოლიტიკური პოლარიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მოკავშირეებსა და პარტნიორებში, განსაკუთრებით უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში, - წერს გაზეთი Financial Times-ი სტატიაში სათაურით ვაშინგტონში შიდა დაპირისპირება ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები, მათ შორის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დიდი ხნის განმავლობაში გამოთქვამდა რწმენას, რომ კონგრესი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, თუნდაც დაძაბულობის ფონზე დაყოფილ ვაშინგტონში.

თუმცა, ბიუჯეტთან დაკავშირებულმა ვითარებამ, რომელშიც კიევს ყოველგვარი დახმარება ჩამოერთვა, ცხადყო, რამდენად არაპროგნოზირებადი შეიძლება იყოს აშშ-ის მხარდაჭერა.

"ჩვენი მოკავშირეები და მოწინააღმდეგეები ხედავენ, რომ არსებობს ძალიან სერიოზული კითხვა ამერიკის შესახებ. დაფინანსების შემდეგი რაუნდი მიღებული იქნება, მაგრამ ყოველ ჯერზე ეს უფრო რთული ხდება", - აღნიშნა "რესპუბლიკელმა" სტრატეგმა, დაგ ჰეიმ.

"პრობლემა ახლა, და ეს მნიშვნელოვანია ევროპელებისთვის, არის ის, რომ ამერიკის მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია გადაიზარდა საგარეო პოლიტიკაში", - განაცხადა ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორმა ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში, მაქს ბერგმანმა.

მიუხედავად იმისა, რომ დროებითი ბიუჯეტის მიღების შემდეგ, ვაშინგტონი ირწმუნებოდა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ, საკითხი კვლავ უკიდურესად მწვავედ რჩება. "დემოკრატი" კონგრესმენი, აბიგაილ სპანბერგერი აცხადებს, რომ ის ხედავს კონგრესის ქვედა პალატაში უკრაინისადმი "რესპუბლიკელების" მხარდაჭერის თანდათანობით შემცირებას და ამას რუსი პროპაგანდისტებისთვის წარმატება უწოდა.

თუმცა, Financial Times-ის ზოგიერთი თანამოსაუბრე ირწმუნება, რომ უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებითაც არის კითხვები და ბაიდენმა კონგრესმენებს უკეთ უნდა აუხსნას ამ ხარჯების სტრატეგია და, შესაძლოა, "რესპუბლიკელებთან" დათმობებზე წავიდეს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს კვო, რაც დღეს არის
ირაკლი კობახიძე - ვამბობდით, რომ USAID-ი, NED-ი, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა ჩვენი თანამოქალაქეები ამაში დაარწმუნა
ირაკლი კობახიძე - 2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით ავღანეთისა და ერაყის მისიებში, სამართლიანობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე ვაყენებთ
ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი, ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი 54.9 პროცენტით ლიდერობს
არქივი