თორნიკე რიჟვაძე უხვი ნალექის შედეგად მიყენებულ ზარალს და გზების წმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
173 03 ოქტომბერი 2023, 23:06

უხვი ნალექის შედეგად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მცირე მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში. ამ დროისთვის მუშაობს მძიმე ტექნიკა, იწმინდება გზები.

ინტენსიურად ხორციელდება ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდითი სამუშაოები, ასევე იწმინდება სანიაღვრე არხები და ცხაურები.

,,უხვმა ნალექმა და უამინდობამ რიგი გამოწვევები შექმნა მუნიციპალიტეტებში. უნდა აღინიშნოს, რომ მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, ყველა მუნიციპალური, საგზაო და საგანგებო სამსახური. მუნიციპალიტეტებში გვქონდა ერთეული შემთხვევები მცირე მეწყრული კერების, თუმცა ყველა ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას. ბათუმში ინტენსიურად მიმდინარეობს ზღვის არხების გაწმენდითი სამუშაოები. ყველაფერი კეთდება, რომ მინიმალური შეფერხება ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ქალაქთან შემოერთებულ რამდენიმე ლოკაციაზე დაფიქსირდა მიწის მასის მსუბუქი ჩამოშლა. ყველა ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ყოროლისთავში მდინარე ადიდდა. დაიტბორა კოტეჯების მიმდებარე ტერიტორია, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

სოფლებში ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე, დაფიქსირდა სანიაღვრე არხებში ნატანის დაგროვების გამო გადმოვიდა წყალი. უამინდობისგან გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და მძიმე ტექნიკა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ აჭარის მთავრობის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მეუფე შიო: ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
კირ სტარმერი - ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია
"როიტერი" - სტამბოლში რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები
რომის პაპი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა
არქივი