საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარზე ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი ფიზიკური პირებისთვის დახურულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
376 07 აპრილი 2020, 14:46

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახმელეთო საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი (,,წითელი ხიდი“ ,,ლაგოდეხი", ,,სამთაწყარო“ და ,,მტკვარი“) ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია. 

"აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში, 2020 წლის 5 აპრილის 00:00 საათიდან 20 აპრილამდე, შეჩერებულია სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით შესვლა-გამოსვლა, ასევე ადგილობრივი ფრენები. აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს. შესაბამისად, დღეისათვის საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახმელეთო საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი (,,წითელი ხიდი“ ,,ლაგოდეხი", ,,სამთაწყარო“ და ,,მტკვარი“) ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია.

5 აპრილის 00:00 საათიდან 20 აპრილამდე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ასევე ამოქმედდა ფიზიკური პირების გადაადგილების ახალი, გამკაცრებული წესები. გადაადგილება ნებადართული მხოლოდ განსაკუთრებული ნებართვებით. ნებართვის მისაღებად მსურველმა პირებმა SMS-ს შეტყობინება უნდა გააგზავნონ სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ნომერზე, მიუთითონ პირადი მონაცემები და სახლიდან გამოსვლის მიზეზი, რის შემდეგ მათ მოუვათ შესაბამისი პასუხი. საპასუხო SMS–ს შეტყობინებაში მითითებული იქნება ნებართვის მოქმედების ვადა. საცხოვრებელი ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ დადებითი პასუხის მიღების შემდეგ", -  ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სომხეთის პრემიერის ოფისის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს სატელეფონო საუბრისას ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო
დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის განთავსების ბრძანება გასცა - დედაქალაქი კრიმინალებმა, ნარკოტიკებით გაბრუებულმა მანიაკებმა, უსახლკაროებმა ჩაიგდეს ხელში, ამას აღარ დავუშვებთ
დონალდ ტრამპი - კარგი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთან, მაგრამ არ ვეთანხმები, რაც გააკეთა, ეს ომი არ უნდა მომხდარიყო, შემდეგი შეხვედრა ზელნესკისა და პუტინს შორის იქნება, მეც იქ ვიქნები, თუ ენდომებათ
დონალდ ტრამპი - ვლადიმერ პუტინთან ვისაუბრებ და ვეტყვი, რომ ეს ომი უნდა დაასრულოს. მის ქვეყანაში ჩვენი ჩასვლის ნაცვლად, რუსეთის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის
ნიკოლ ფაშინიანმა ირანის პრეზიდენტს ვაშინგტონის მოლაპარაკებების შედეგები გააცნო
არქივი