ირაკლი კობახიძე - გახარიამ გაამწარა და გადაიმტერა უამრავი ადამიანი თავისსავე პარტიაში, როცა გადამგდები ხარ და შეგიძლია, პარტიის წევრიც კი ვალებში გადააგდო, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე საუბარი ზედმეტია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
221 16 ნოემბერი 2023, 12:59

გახარიამ გაამწარა და გადაიმტერა უამრავი ადამიანი თავისსავე პარტიაში. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც წამოვიდა პარტიიდან და არ გაუხმაურებია ამის შესახებ, შეგვხვდა და მოგვიყვა, რომ ქვეყნის მასშტაბით ოფისი არ არსებობს, სადაც მან ფულადი ვალი არ დატოვა. ჩვეულებრივი გადამგდებია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ასეთ პირობებში, გასაკვირი არ არის, რომ გახარიას პარტიას ერთი მეორეს მიყოლებით ტოვებენ.

„საბოლოო ჯამში, ეს მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი რესურსი არ აქვს ამ სუბიექტს, რაიმე წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკაში. როცა გადამგდები ხარ და შეგიძლია, საკუთარი პარტიის წევრიც კი ვალებში გადააგდო, რა თქმა უნდა, იქ პოლიტიკურ წარმატებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ამ კაცმა ავტომობილები და ბინები გააყიდინა პარტიის წევრებს არჩევნების წინ და შემდეგ გადააგდო, ჰპირდებოდა სამმაგად ფულის დაბრუნებას არჩევნების შემდეგ და გადააგდო ისინი. როგორ გააჩერებს ასეთ ხალხს პარტიაში. ძალიან ვრცელი ინფორმაცია გვაქვს ამ თემებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში ჩავიდა და 18 მაისს ვატიკანში ახალი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება
მეუფე შიო: ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
არქივი