154
10 აპრილი 2020, 14:16

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის პაატა იმნაძის განცხადებით, ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერის დაინფიცირება სამუშაო დროს არ მომხდარა, ისინი დაინფიცირდნენ კოლექტიური თვითიზოლაციის პირობებში.
„მოდით ასე ავხსნათ, ჩვენ ჯერ კიდევ ორი თვის წინ მივეცით ყველა დაწესებულებებს რეკომენდაცია, რომ ის, ვინც ვერ გაჩერდება ჯგუფებად დაიყვნენ. მაგალითად, ჩვენთან ლუგარის ცენტრში, თანამშრომლები დაიყვნენ ბრიგადებად. ერთი ნაწილი მუშაობს ორი კვირა და მეორე ნაწილი ამ დროს იმყოფება მაქსიმალურად კარანტინთან მიახლოებულ პირობებში. ეს არ არის ის კარანტინი, რომელშიც სახელმწიფო იძულებით ათავსებს, ეს არის დამსაქმებლის ტაქტიკა, როგორ მართოს ამ დროს სიტუაცია. მათ ასე ზუსტად, რაც იყო რეკომენდაცია, გაყოფილი ჰყავდათ თავიანთი თანამშრომლები და ერთი ნაწილი იყო მოთავსებული მოდით, ასე ვთქვათ, კოლექტიურ თვითიზოლაციაში. სამწუხაროდ, მოხდა სწორედ ამ კოლექტივში ვირუსის შეტანა და ამან გამოიწვია, რომ დიდი რაოდენობა იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ მომხდარა სამუშაო პირობებში, ეს მოხდა სწორედ აი, ამ კოლექტიური თვითიზოლაციის პირობებში.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის დღეს ყველაზე კარგი რჩევა. ისინი, ვინც უწყვეტად უნდა იმუშაონ, ამ ადამიანებს დღესაც ვურჩევთ ბრიგადებად გაიყონ, ოღონდ ძალიან მკაცრი წესები უნდა დაიცვან, რომ იქ, სადაც ეს ადამიანები იქნებიან თვითიზოლაციაში, არ მოხდეს ვირუსის შეტანა. ორკვირიანი ბრიგადები სწორედ მაგიტომ არის, რომ თუ ერთ ბრიგადას რამე მოუვიდა, მეორე ბრიგადა აგრძელებს ამ დროს მუშაობას. მუშაობის უწყვეტობა შენარჩუნებულია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ლუგარის ცენტრი თავისი მუშაობის მოდელით არ არის გათლილი ვაქცინაზე სამუშაოდ, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, მათი ცენტრის აღზრდილი გიორგი ბაბუაძე კანადაში, მსოფლიოში ვაქცინების შექმნის მოწინავე ჯგუფში მუშაობს.
„ლუგარის ცენტრი თავისი ფუნქციონირების მოდელით არ არის გათვალისწინებული ვაქცინებზე სამუშაოდ. ამას პირველ რიგში სჭირდება გარკვეული ტიპის ვივარიუმი, ანუ ცხოველებზე უნდა ჩატარდეს ცდები. ჩვენთან არის მხოლოდ ვივარიუმი მცირე ზომის ცხოველებისათვის, მაგალითად თაგვებისთვის, ხოლო ვაქცინაზე გამოცდა ჩვეულებრივ უფრო დიდი ზომის ცხოველებზე ტარდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაქცინებზე სამწუხაროდ, ვერ ვმუშაობთ, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ცენტრის აღზრდილი, ახალგაზრდა კაცი, გიორგი ბაბუაძე მუშაობს ახლა კანადაში. ის მუშაობდა ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე და ახლა მისი ჯგუფი მუშაობს „კოვიდ-19“-ის ვაქცინის შექმნაზე. გიორგი ძალიან ნიჭიერი კაცია და დიდი იმედი მაქვს, რომ გვასახელებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძე და ნათია თურნავა საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ქართული წარმოების პირბადით მივიდნენ.
„მერე შეიძლება, დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას, რადგან ასეთი რაღაცები მოსწონს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, პირბადე ვიზუალურადაც კარგია და იცავს ადამიანს ვირუსისგან.
„ნებისმიერ მოდურ აქსესუარს ჯობია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.
ქართული წარმოების პირბადე აფთიაქებში 50 თეთრად იყიდება.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |