კაია კალასი - ვხედავ, რომ ქართველი ხალხის ნება არის ევროპასთან ყოფნა და არა რუსეთთან - კრიტერიუმების შესრულება საქართველოსა და ქვეყნის ლიდერების პოლიტიკური ნებაა, რომ ევროპულ გზაზე სვლა გააგრძელონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
160 21 ნოემბერი 2023, 10:11
ვხედავ, რომ ქართველი ხალხის ნება არის ევროპასთან ყოფნა და არა რუსეთთან - კრიტერიუმების შესრულება საქართველოსა და საქართველოს ლიდერების პოლიტიკური ნებაა, რომ ევროპულ გზაზე სვლა გააგრძელონ, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რა დროსაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე საუბრობდა.

მისივე თქმით, დღეს მსოფლიოში ბრძოლა მიმდინარეობს იმისთვის, თუ რა ღირებულებებით გაგრძელდება მსოფლიოში მმართველობა - თავისუფლებით თუ ავტოკრატიით.

„ევროკომისია გამოვიდა ამ წინადადებით და საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაშინ შეგვიძლია შემდეგ საფეხურზე გადავიდეთ. რა თქმა უნდა, ამ კრიტერიუმების შესრულება საქართველოსა და საქართველოს ლიდერების პოლიტიკური ნებაა, რომ გააგრძელონ ევროპულ გზაზე სვლა. როცა ახალ ამბებს ვუყურებ, ვხედავ, რომ ხალხის ნება არის ევროპასთან ყოფნა და არა - რუსეთთან.

ყველა ეს „რუხი ზონა“ კონფლიქტის წყაროა და რუსეთს ნამდვილად არ სურს ამ ქვეყნების [ხელიდან] გაშვება. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ ბრძოლის არსი. იცით, ეს არ ეხება დამატებით ტერიტორიებს იმდენად, რამდენადაც დემოკრატიისა და ღირებულებების გაფართოებას, იმ ღირებულებების, რომელთა თავიდან აცილებას რუსეთი ნამდვილად ცდილობს,“ - აცხადებს კალასი.

მან ასევე უკრაინის დახმარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „უკრაინისგან ყურადღების გადატანა არ უნდა დავუშვათ“.

„ამერიკა უკრაინის მხარდაჭერას ხელმძღვანელობს და ვფიქრობ, ეს ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დემოკრატიული ქვეყნები ვართ და საკუთარი გამოწვევებიც გვაქვს. ახლა კი ახლო აღმოსავლეთის კრიზისი მიმდინარეობს, რომელმაც ყურადღების დიდი ნაწილი მიიპყრო და გადაიტანა იმისგან, რაც უკრაინაში ხდება. ჩვენ ნამდვილად არ უნდა დავუშვათ უკრაინისგან ყურადღების გადატანა. ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება. მე წავიკითხე პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვაც, რომელიც ხაზს უსვამს იმავეს და ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად დავუჭიროთ მხარი ისრაელსა და უკრაინას,“ - აღნიშნა პრემიერმა.

კალასმა ასევე უპასუხა კითხვას, არის თუ არა იმის ალბათობა, რომ პუტინი ჰააგაში ბრალდებულის სკამზე ვნახოთ, რაზეც უპასუხა, რომ მისი გასამართლება დაუსწრებლადაც შეიძლება.

„ჩვენ დიდი ყურადღება არ უნდა გავამახვილოთ იმაზე, პუტინს სასამართლოში მიიყვანენ, თუ - არა. მისი გასამართლება დაუსწრებლადაც შეიძლება. გზავნილი, რომელიც ამ პროცესს უნდა ჰქონდეს, ისაა, რომ ის პასუხისგებაში მიეცა და მათ შორის აგრესიის დანაშაულისთვისაც; რომ ის პასუხს აგებს სუვერენულ ქვეყანაზე თავდასხმის გადაწყვეტილების მიღებისთვის. აგრესიის დანაშაულის გარეშე, არც ის ომის დანაშაულები მოხდებოდა, რომელთა გამოც მშვიდობიანი მოსახლეობა იტანჯება. იცით, მსოფლიოში ყოველი ასეთი დიდი კრიზისი ასევე არის საერთაშორისო სამართლის შემდგომი განვითარების შესაძლებლობაც,“ - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს კვო, რაც დღეს არის
ირაკლი კობახიძე - ვამბობდით, რომ USAID-ი, NED-ი, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა ჩვენი თანამოქალაქეები ამაში დაარწმუნა
ირაკლი კობახიძე - 2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით ავღანეთისა და ერაყის მისიებში, სამართლიანობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე ვაყენებთ
ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი, ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი 54.9 პროცენტით ლიდერობს
არქივი