სალომე ქურასბედიანი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მდგრადი ენერგეტიკის სამმართველოს დირექტორს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
144 21 ნოემბერი 2023, 19:23

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მდგრადი ენერგეტიკის სამმართველოს დირექტორს დარიო ლიგუტის შეხვდა.

შეხვედრაზე დეკარბონიზაციის შესახებ ისაუბრეს. სტუმარმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს მიმდინარე პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც ტრენინგების სახით სხვადასხვა დაინტერესებული უწყებებისთვის ხორციელდება. საუბარი ასევე შეეხო ბუნებრივი რესურსების კლასიფიკაციის საკითხს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წიაღის ეროვნული სააგენტო მინერალური რესურსების შესახებ კოდექსზე მუშაობს. ამ პროცესში გასათვალისწინებელი იქნება ბუნებრივი რესურსების კლასიფიკაცია და მეთოდოლოგია, რომლის დანერგვა საერთაშორისო დონეზე ხდება. შეხვედრაზე თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

როგორც სალომე ქურასბედიანმა აღნიშნა, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია აქტიურად უჭერდა მხარს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღებას, რისთვისაც კიდევ ერთხელ გამოხატა მადლობა და მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობისთვის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ეკონომიკურ საქმეთა ოფიცერი იგორ ლიტვინიუკი და რეგიონული მრჩეველი ოლეგ ძიუბინსკი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს კვო, რაც დღეს არის
ირაკლი კობახიძე - ვამბობდით, რომ USAID-ი, NED-ი, სხვა ფონდები ჩვენს ქვეყანაში არეულობას, რევოლუციას აფინანსებდნენ, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა ჩვენი თანამოქალაქეები ამაში დაარწმუნა
ირაკლი კობახიძე - 2.5 მლრდ დოლარის დანაზოგი მიიღო ამერიკულმა მხარემ ჩვენი მონაწილეობით ავღანეთისა და ერაყის მისიებში, სამართლიანობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რასაც ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე ვაყენებთ
ეგზიტპოლის თანახმად, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი კანდიდატი, ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი 54.9 პროცენტით ლიდერობს
არქივი