საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით ხორვატიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
126 21 ნოემბერი 2023, 20:10

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ზაგრებში, შეხვედრები გამართა ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან დომოგოი ჰაიდუკოვიჩთან, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის თავმჯდომარესთან ერიკ ფაბიანიჩთან, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიანა პეტირთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან დავორ დრეტართან.

შეხვედრებისას, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და მოლოდინზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესს და გატარებულ რეფორმებს. საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ხორვატიის მხარდაჭერა ხაზგასმით აღინიშნა.

ვიზიტის ფარგლებში, 2022 წლის 9 ივნისს, საქართველოს და ხორვატიის პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტებს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში სექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხი განიხილეს. აღნიშნულ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე და ხორვატიული მხარის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. ასევე, აღინიშნა საქართველოსა და ხორვატიის რეგიონებს შორის თანამშრომლობის განვითარების პოტენციალი და ამ მიმართულებით მუშობის გაგრძელების საჭიროება.

შეხვედრებისას, ხორვატიის მხარემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერა და პარტნიორობისთვის გაძლიერების და სხვადასხვა სფეროებში ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოხატეს.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხორვატიაში შემდეგი შემადგენლობით იმყოფებოდა: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული ასევე, ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიის მონაწილე საქართველოს პრეზიდენტიც იქნება
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ელჩი რაც უფრო მეტად ჩაიხუტებს გულში ემოციურად დაზიანებულ ტიტუშკებს, მით უფრო მეტად გააიგივებს ბრიუსელს სიძულვილთან და ძალადობასთან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომში ჩავიდა და 18 მაისს ვატიკანში ახალი რომის პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრება
მეუფე შიო: ოჯახი არის დიდი სკოლა სიყვარულის, თავგანწირვის, სადაც ერთმანეთისთვის ლოცვით, მოთმინებით, ურთიერთ სიმძიმის ტვირთვით, ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, ვიზრდებით სულიერებაში და სულს ვიცხონებთ
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
არქივი