ირაკლი ბერაია: ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობა ძალიან ინტენსიურად ვითარდება, ამ ვიზიტის ამოცანაც ეს არის - ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება და გაძლიერება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
143 21 ნოემბერი 2023, 20:47

ჩვენს პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა გვჭირდება ბრიტანული მხარისგან, როგორც მედეგობის, ასევე ჩვენი თავდაცვისუნარიანობის შემდგომი გაძლიერების თვალსაზრისით, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ლონდონში იმყოფება.

„ვისაუბრეთ და დავფარეთ ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა მიმართულება. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროზე. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების პროცესზე და ჩვენს პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა გვჭირდება ბრიტანული მხარისგან, როგორც მედეგობის, ასევე ჩვენი თავდაცვისუნარიანობის შემდგომი გაძლიერების თვალსაზრისით. ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობა ვითარდება ძალიან ინტენსიურად. ამას ადასტურებს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა, განსაკუთრებით ეს ეხება უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროს. ამას განსაკუთრებით ადასტურებს ის მაღალი დონის ვიზიტები, რაც ხორციელდება. ამ ვიზიტის ამოცანაც არის ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება და გაძლიერება“, - განაცხადა ბერაიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
კირ სტარმერი - ევროპელი ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი თანხმდებიან, რომ რუსეთის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიუღებელია
"როიტერი" - სტამბოლში რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები
რომის პაპი უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ვატიკანში გამართვის ინიციატივით გამოვიდა
ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია აპირებს გამოცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და სხვა პარტიების მხრიდან ბულინგის ეშინია
არქივი